Skip to content Skip to footer

დამენია ანგელინა

ანგელინა დამენია დაიბადა 1972 წლის 7 აგვისტოს უკრაინაში, ქ. ვინიცაში, საქართველოში ცხოვრობს 1984 წლიდან. ხატავს ადრეული ბავშვობიდან, 2 წლის ასაკიდან.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღეს მისაღები გამოცდების გარეშე, გამონაკლისის სახით, სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით და, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ხელწერა, დაამთავრა თეორიული ფაკულტეტი – სახვითი ხელოვნების ისტორია და თეორია (1990 – 1995). საკუთარ მიმდინარეობას დაარქვა ინტენსივიზმი.
ანგელინა დამენია მრავალი შემოქმედებითი კავშირების წევრია – საქართველოს მხატვართა კავშირის (1999 წ.-დან), საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების (2012 წ-დან), საფრანგეთის (ლიონი) ხელოვნების ფონდის (2017 წ-დან), 2019 წ-დან – ევრაზიული მხატვართა კავშირის და ამავე წლიდან – საერთაშორისო ასოციაცია VATIKAM-ის წევრი (პარიზი, საფრანგეთი).
2018 – 2019 წლებში გახდა ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებული, 2018 – 2021 წლებში — რუსეთის ხელოვნების პრემიის ლაურეატი, 2018 – 2020 გაიმარჯვა კონკურსებში «წლის საუკეთესო ნამუშევრები», VATIKAM (პარიზი, საფრანგეთი); 2019 წელს ნიუ-იორკში აირჩიეს «წლის მხატვრად», ხოლო 2020 წელს მიანიჭეს წოდება «ათწლეულის მხატვარი» (ნიუ-იორკი, აშშ).
ანგელინა 4-ჯერაა დაჯილდოვებული ოქროს მედლით აბსტრაქციის კატეგორიაში — 2016 წელს ნიუ-იორკში, საერთაშორისო ონლაინ-გამოფენაზე «ART CLASH»; 2019-ში — საერთაშორისო ონლაინ-გამოფენაზე «ART SHADOW», ნიუ-იორკი, აშშ; 2019-შივე — მოსკოვში, რუსეთის თასი მხატვრულ შემოქმედებაში, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნომინაციაში და 2022-ში — საერთაშორისო კონკურსში «ხელოვნება და საზოგადოება | ART & SOCIETY», ნიუ-იორკი, აშშ, 2022).
პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობს 1990 წლიდან დღემდე.
ნამუშევრების დიდი ნაწილი დაცულია მრავალი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში.

ანგელინა დამენია
დაბადების თარიღი1972Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.