გია გუგუშვილმა 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 80-იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა და არა მხოლოდ შემოქმედებითი… ის სხვადასხვა პერიოდში იყო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი. 2014 წელს გია გუგუშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორად აირჩიეს. მხატვრის ნაწარმოებების დათვალიერებისას დრო განიცდება არაერთმნიშვნელოვნად. ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ადამიანის უშუალო შთაბეჭდილებები ფერადი, ფარებანთებული მანქანების, ჰაერში მოსრიალე თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა თუ სხვა კონკრეტული გამოსახულებების მეშვეობით. ამასთან, მხატვარი იმდენად კი არ „ხატავს“ მათ, რამდენადაც ფერწერის ენით აღწერს მათგან მიღებულ უშუალო შთაბეჭდილებებს. ამიტომ ეს გამოსახულებები ჩვენ თვალწინ თანდათან კარგავს მატერიალურ ფორმას. კონკრეტული საწყისიდან განზოგადებული მხატვრული ფორმის შექმნის ტრადიცია, საზოგადოდ, ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა. გია გუგუშვილი ამ ტრადიციის ერთგულია და მომხიბვლელი უშუალობით ახერხებს მაყურებლის ჩართვას დახვეწილი სტილისტიკის მქონე ნაწარმოებების შექმნის პროცესში.
სხვა ავტორები
რევაზ თარხან-მოურავი დაიბადა ქ.თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. იყო დავით კაკაბაძისა და სერგო ქობულაძის მოწაფე. გამოფენებში მონაწილეობდა 1955 წლიდან. მისი გრაფიკული ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დინამიზმი, რიტმულობა, კომპოზიციური მთლიანობა. აღსანიშნავია ლინოგრავიურების სერიები: “ქართული ხალხური ცეკვები” (1957), “ქართული ხალხური სიმღერები”(1959), “ქართული ხალხური თამაშობანი” (1960), სადაც ნახატის…
ვაჟა (ვაჟიკო) ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში. ის, თავდაპირველად, სწავლობდა მათემატიკასა და ინფორმატიკას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოგვიანებით სასწავლებლად გადავიდა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (Universität der Künste – UdK), სადაც დაასრულა პროფესორ გრეგორ შნეიდერის კლასი, შემდეგ სწავლობდა ამსტერდამის გერიტ რიტველდის აკადემიაში. ვ. ჩაჩხიანის შემოქმედების დიდი ნაწილი ფილმები, ქანდაკებები, ფოტოები…
ნინო ჯიშკარიანი (დ.1960) მუშაობს ფერწერის, დაზგური გრაფიკისა და გრაფიკული დიზაინის სფეროში, ქმნის ექსლიბრისებს. ავტორია სარეკლამო აფიშებისა კინომსახიობთა თეატრისათვის (1984-85), გაფორმებული აქვს ათობით წიგნი, თანამშრომლობს გამომცემლობებთან: „ნაკადული“, „მერანი“, „საბჭოთა საქართველო“. გარდა მხატვრობისა, აქტიურადაა ჩაბმული ქართული გრაფიკული ხელოვნების განვითარების პროცესების კვლევაში.მისი ავტორობით სამ ნაწილად იქნა განხორციელებული ორენოვანი, უხვად ილუსტრირებული მნიშვნელოვანი გამოცემები,…