Skip to content Skip to footer

გაგარინი გრიგორი

რუსი მოყვარული მხატვარი, ილუსტრატორი, ხელოვნების მკვლევარი და არქიტექტორი; საიმპერატორო კარის ობერ-ჰოფმაისტერი და რუსეთის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გრიგორი გაგარინი  სწავლბდა სორბონაში არქიტექტურისა და სამშენებლო საქმის ფაკულტეტზე, პარალელურად, ისმენდა ლექციებს მათემატიკაში, იურისპრუდენციაში, ფილოლოგიასა და ფილოსოფიაში. 

მან დაასურათა პუშკინის სალთან მეფის ზღაპარი და რამდენიმე ლექსი, რამაც პოპულარობა მოუტანა მას, როგორც მხატვარს.  1848 წელს  გაგარინმა მუშაობა დაიწყო კავკასიის ოლქის მეფისნაცვლ გრაფ ვორონცოვთან თბილისში, სადაც სამხედრო და ადმინისტრაციული ვალდებულებების გარდა, დაკავებული იყო კავკასის ქალაქების კეთილმოწყობით:  საკუთარი პროექტით მან თბილისში ააშენა თეატრი, მოხატა სიონის ტაძარი და აღადგინა ძველი ფრესკები ბეთანიაში.

1854 წლამდე, მეუღლესთან, სოფია გაგარინასთან ერთად ცხოვრობდა თბილისში.  შესრულებული აქვს  ქართველ თავადთა პორტრეტები, ეთნო-სამოსში გამოწყობილი  ამა თუ იმ კუთხის ქართველთა და კავკასიის მთიელთა  პორტრეტები, კომპოზიციები თბილისელთა ყოველდღიური ცხოვრებისა და ზეიმების ამსახველი სცენებით, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები.

აკვარელში შესრულებული მისი ნამუშევრები ლითოგრაფიის ტექნიკის მეშვეობით  ტირაჟირდებოდა, ცალკე ალბომების სახით გამოიცემოდა და დიდ პოპულარობით სარგებლობდა იმდროინდელ ხელოვნების მოყვარულებში. 

გაგარინის ჩანახატები და ლითოგრაფიები დაცულია  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ხელოვნების მუზეუმისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკებში.

გრიგორი გაგარინი
დაბადების წელი1810გარდაცვალების წელი1893Share

Leave a comment

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.