მიხეილ ბილანიშვილი ქართველი მოდერნისტი მხატვარების წრეს მიეკუთვნება. მისი მშობლები იყვნენ არმიის პოლკოვნიკის იოსებ ბილანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე თარხნიშვილი. მიხეილი, უფროსი და-ძმის სოსოსა და და ნინოს მსგავსად, სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჯერ გიგო გაბაშვილთან, შემდეგ კი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძესთან. შესაძლოა ის ასევე სწავლობდა ევგენი ლანსერეს კლასში, რომელიც ხშირად სტუმრობდა ტფილისს 1920 წლიდან 1934 წლამდე. სწავლის დასრულების შემდეგ მიხეილმა დაიწყო ხატვის სწავლება ტფილისის მამაკაცთა საშუალო სკოლაში. 1924 წელს მიღებული გრანტის წყალობით ახალგაზრდა მხატვარი ჩავიდა პარიზში, სადაც შეუერთდა ქართველ მხატვართა ჯგუფს. 1927 წლის დასაწყისში ბილანიშვილმა დავით კაკაბაძესთან და ელენე ახვლედიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი მხატვრების Salon des Independants 38-ე გამოფენაში. მისმა ნამუშევრებმა პარიზელი არტ- კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ყოველდღიური სახსრების მოსაპოვებლად იგი მუშაობდა პარიზის ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში. მალევე დაავადდა ტუბერკულოზით. მისი მეგობარი ლუკას ჩითარიშვილი დაეხმარა მას ნახატების გაყიდვაში და სამკურნალოდ სანატორიუმში მოაწყო. იქ გაიცნო ქართველი მედდა ბაბა ჯავრიშვილი, რომელიც ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. გარდაიცვალა პარიზში 1934 წელს.
სხვა ავტორები
შალომ კობოშვილი თვითნასწავლი მხატვარია. პრიმიტივისტული მანერით, ზეთის, ანდა წყლის საღებავებით შესრულებული მისი ნამუშევრები, მხატვრული ღირებულების მქონე კოლექციის გარდა, ქართველი ებრაელების ყოფაცხოვრებისა და სარწმუნოებრივი რიტუალების ამსახველ მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ დოკუმენტაციას წარმოადგენს. კობოშვილი ახალციხეში, ღარიბი ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. მძიმე ბავშვობისა და სიყმაწვილის გამო სრულფასოვანი განათლება ვერ მიიღო.…
ნატალია ფალავანდიშვილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია. მან 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა იოსებ შარლემანისა და ლადო გრიგოლიას ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრირების სფეროში, ქმნიდა ილუსტრაციებს საბავშვო ჟურნალებისათვის, ასევე ხატავდა პეიზაჟებს, მუშაობდა აკვარელითა და გუაშითაც. მისი შემოქმედება , ძირითადად,…
მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიისა და სტალინის პრემიების ლაურეატი. საშუალო სკოლა ვალენტინ თოფურიძემ სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს თბილისში დაბრუნდა და ახლადგახსნილი სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკოლოზ…