Skip to content Skip to footer

ბერძენიშვილი ელგუჯა

გრაფიკოსი, ფერმწერი, წიგნის ილუსტრატორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1966), ელგუჯა ბერძენიშვილი გასული საუკუნის 50-იანი წლების თაობის მხატვრებს მიეკუთვნება.

მან თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს დაამთავრა.  გრაფიკოს ლადო გრიგოლიას გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ხელოვანი შეიყვანეს შემოქმედებით ჯგუფში, რომელსაც  მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის სარეკლამო პროდუქციის შექმნა ჰქონდა დავალებული. ელგუჯა ბერძენიშვილმა თავის ძმასთან, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილთან ერთად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სპექტაკლებისთვის შრიფტის, ფერისა და ორნამენტების კომბინაციით მაღალმხატვრული აფიშები და მოსაწვევები შექმნა.  სარეკლამო პროდუქციის გამორჩეული დიზაინი ელგუჯა ბერძენიშვილის პირველი მნიშვნელოვანი განაცხადი გახდა მის შემოქმდებაში და რადიკალური ცვლილება გამოიწვია ქართული აფიშის განვითარების ისტორიაში.

ელგუჯა ბერძენიშვილი 1956 წლიდან იღებდა მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში. მუშაობდა დაზგური და მონუმენტური ფერწერის დარგში, აფორმებდა წიგნებს. დასურათებული აქვს კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (1972), გაკეთებული აქვს დეკორატიული პანოები ბიჭვინთვის სკავშირო მნიშვნელობის დასასვენებელი  კომპლექსისა (1967) და ოკამის მარნისთვის.  არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მის ფერწერაში გამორჩეული ადგილი უკავია პორტრეტებს.

ელგუჯა ბერძენიშვილი
დაბადების წელი1927გარდაცვალების წელი2019Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.