ზაალ ბაჩანაშვილი 80-იანელთა თაობის მხატვარია. მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ზაალ ბაჩანაშვილმა როგორც მხატვარმა თავის შემოქმედებაში საკუთარი კომპოზიციური მოდელი შექმნა. მხატვარი თითქმის ყველა ნამუშევრის ზედა ნაწილში თეთრ წრეს, უფრო ხშირად კი, თეთრი წრის მცირე სეგმენტს გამოსახავს. თითოეული ნამუშევარი ცხოვრებისეულ კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება, რომლის არსი როგორც მიწიერისა და ყოფითისა, მხატვრის თქმით, ზეციურის თანაზიარია. მინიშნებები ნამუშევართა სათაურებშია… სწორედ ზეციური ნათლის სიმბოლოებია თეთრი წრეები მის ტილოებზე. ზეციური ნათელი კომპოზიციის დამასრულებელი და, ამავდროულად, სურათის მოჩარჩოების საზღვრის გამრღვევია, ყველაფრის საფუძველი, მიზანი თუ არსი, როგორც იმედი და მარადისობა…
ბაჩანაშვილი ზაალ
ზაალ ბაჩანაშვილი
დაბადების თარიღი1954Share