Skip to content Skip to footer

ბაქრაძე მედეა

თეატრისა და კინოს მხატვარმა, მედეა ბაქრაძემ 1973 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია თეატრის მხატვრის სპეციალობით, 1977 წლიდან – მხატვართა კავშირის, 1985 წლიდან კი – საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია.

არის კოსტიუმების მხატვარი ფილმებისთვის: ვერის უბნის მელოდიები (1973), პასტორალი (1979), ცისფერი მთები (1984),  გრძელი, ნათელი დღეები (2013), ჩემი ბედნიერი ოჯახი (2017).

2012 წელს როგორც კოსტიუმების მხატვარმა მიიღო ბელგიის კინოფესტივალის ჯილდო  ფილმისთვის – გრძელი, ნათელი დღეები. 

მუშაობს  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეასა და კერძო კოლექციებში.

მედეა ბაქრაძე
დაბადების წელი1946Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.