მაკა ბატიაშვილის ინსპირაციის წყაროა ყოფითი მომენტები, ყოველდღიური რეალობა, რომელიც მის ხელოვნებაში განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან ვიზუალურ გამოსახულებებად გადაიქცევა. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სიტუაციებიდან აღებული პერსონაჟები, რომლის გარშემოც არსებობს ემოციური გარემო და საგნები, მხატვარი ახერხებს წონასწორობის დაცვას და არასდროს გადალახავს საზღვრებს.
მაკა ბატიაშვილი 1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2000‑იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მაკა ბატიაშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში. ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.