ალექსანდრე ბანძელაძე დაიბადა ციმბირში, ქ. ტულუნში, სადაც მისი ოჯახი მამის გადასახლების გამო ცხოვრობდა. 1942–1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1947 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გარიცხეს პოლიტიკური „არასანდოობის“ გამო (დიპლომი მიენიჭა 1962 წელს). ალექსანდრე ბანძელაძე მაძიებელი შემოქმედი იყო. იგი ერთნაირი გატაცებით მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაში, იყო წიგნის ილუსტრაციის ოსტატი და მონუმენტალისტი მხატვარი (საერო შინაარსის მონუმენტური კომპოზიციის გარდა, მას ეკუთვნის ძველი საპატრიარქო რეზიდენციისა და დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მოხატულობა).
მხატვარმა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განიცადა ყველა იმ დასავლეთ ევროპული მიმდინარეობის გავლენა, რომელთა განვითარება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. თავადაპირველად იგი იმპრესიონიზმმა გაიტაცა, შემდგომ, მხატვარი დაინტერესდა პუანტილიზმით, პოსტიმპრესიონიზმით, კუბიზმით, ფოვიზმით (გარდაცვალებამდე 3- 4 წლით ადრე ამ ნაწარმოებთა უმეტესი ნაწილი გაანადგურა).
1960-იანი წლებიდან დაინტერესდა აბსტრაქტული კომპოზიციებით. ათწლეულების განმავლობაში ის ფარულად მუშაობდა აბსტრაქციაში და ამ სფეროს მიიჩნევდა ყველაზე მნიშვნელოვნად თავის შემოქმედებაში. ალექსანდრე ბანძელაძის სახელი სწორედ ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას და 1980-იანი წლების ქართველი ნონკონფორმისტების პლეადის ჩამოყალიბებას უკავშირდება. მისი შემოქმედება ეტაპური მნიშვნელობის მოვლენაა ახალი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.
სხვა ავტორები
ლეოპოლდ ძაძამიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. სოციალისტურ რეალიზმსა და პოსტსტალინისტურ ფერწერაში ევროპული მიმდინარეობებიდან მისაღები მხოლოდ იმპრესიონისტული სტილი იყო, რადგან იგი შინაარსს ხალხისთვის გასაგებ ენაზე ასახავდა ანუ უარყოფდა ავანგარდულ ელემენტებს. არაერთი ქართველი მხატვარი 1950-60-იან წლებში ქმნიდა იმპრესიონისტულ ნამუშევრებს; ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, აპოლონ ქუთათელაძე…
რენო თურქია დაიბადა 1926 წელს ქალაქ სოხუმში.1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. რენო თურქია ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობდა, მის პორტრეტებსა და პეიზაჟებში საცნობია მხატვრის დახვეწილი ხელწერა და სახასიათო კოლორიტი. რენო…
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე სან პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და პარიზის შემოქმედებითი ელიტის გამორჩეული წევრი იყო. საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა. ჯერ საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი მოღვაწეობა ბრაზილიაში გააგრძელა. მისი ბიოგრაფია XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საფრანგეთს უკავშირდება. სანამ ცნობილი მხატვარი გახდებოდა, პარიზში, მადლენ ვატიესა და ბერნარ…