Skip to content Skip to footer

ბაიახჩევი ლევ

თბილისელი ფერმწერი, მხატვართა 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელი. მისი ფერწერის მთავარი მოტივებია თბილისის პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და შიშველი ფიგურები. ლევ ბაიახჩევმა  თბილისის სამხატვრო აკადემია  1954 წელს დაამთავრა, სადაც სწავლობდა სერგო ქობულაძის, ვასილ შუხაევის, აპოლონ ქუთათელაძისა და კორნელი სანაძის სახელოსნოებში სწავლობდა. წარჩინებული სწავლისთვის მოსკოვსა და ლენინგრადში მოგზაურობით დააჯილდოვეს, რამაც საშუალება მისცა  იქაურ მუზეუმებში დაცულ ხელოვნების ნიმუშებს გაცნობოდა. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ტრიპტიქი „რევოლუციის პოეტები“ მაიაკოვსკისა და ბლოკის გამოსახულებებით.

1961 წლიდან, ბაიახჩევი რეგულარულად მონაწილეობდა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში. 1963 წელს გახდა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი. პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო ელენე ახვლედიანის სახლში, რასაც მოყვა არაერთი სოლო ექსპოზიცია.

ლევ ბაიახჩევის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, თელავის, სიღნაღისა და ბათუმის მუზეუმებში, მსოფლიოს მრავალ კერძო კოლექციაში, მათ შორის ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში.

ლევ ბაიახჩევი
დაბადების წელი1930გარდაცვალების წელი1992Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.