ელენე ახვლედიანი ( 1901-1975) ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი. ხელოვანის დატვრთულ ბიოგრაფიაში იკვეთება არა მხოლოდ აქტიური შემოქმედი, არამედ მრავალმხრივ გამორჩეული პიროვნება. ელენე ახვლედიანი იყო არაერთი საინტერესო მოვლენის ორგანიზატორი: ქართველ ქალ პეიზაჟისტ-პლენერისტთა ჯგუფის შემქმნელი, ბავშვთა სურათების გალერეის დაარსების ინიციატორი… მისი სახლის სახით, რომელიც ერთდროულად სახელოსნოსაც წარმოადგენდა თბილისს ქონდა სავიზიტო ბარათი. ქართული ეროვნული სულით გაჯერებულ გარემოში იკრიბებოდნენ ქართველი და უცხოელი ხელოვანები. აქ ეწყობოდა გამოფენები, საღამოები, კონცერტები.
1922 წელს, ელენე ახვლედიანი, როგორც მხატვართა საზოგადოების სტიპენდიანტი ევროპაში მიემგზავრება. იტალიაში გატარებული 2 წლის შემდეგ ის უერთდება ქართველ მხატვართა ჯგუფს პარიზში, სადაც ქეთევან მაღალაშვილთან ერთად კოლაროსის აკადემიაში სწავლობს.
პარიზში ყოფნისას ჩამოყალიბდა მისი შემოქმედების ძირითადი მოტივი – ურბანული პეიზაჟი. ამ პერიოდში მხატვარმა შექმნა ძლიერი ეროტიული მუხტის მქონე შიშველი ნატურის გრაფიკული სერიები (ამ თემას საბჭოთა საქართველოში, ბუნებრივია, აღარ მიბრუნებია).პარიზში ის საკმაოდ წარმატებულია. კოლექციონერები და მხატვრები, მათ შორის თავად პოლ სინიაკი, მის ფერწერულ პეიზაჟებს ყიდულობენ. ელენე ახვლედიანი მონაწილეობს პარიზის დამოუკიდებელთა სალონისა და საშემოდგომო სალონის გამოფენებში. მისი პირველი პერსონალური გამოფენაც პარიზში შედგა (გალერეა Quatre Chemin, 1926 წელი).
პარიზში სასწავლებლად მივლენილი მხატვართა ჯგუფი მე-20 საუკუნის ქართულ მხატვრობაში ახალ ფურცელს წერს, რომელიც პარიზული სკოლით ნასაზრდოები ერთდროულად არის თანამედროვე და ეროვნული. ამასთან თითოეულს თავისი ადგილი და მისია ერგო. შემოქმედებითი მრავალფეროვნებით გამორჩეული ელენე ახვლედიანი პირველ რიგში მაინც პეიზაჟებითაა სახელგანთქმული. მის მაღალმხატვრულ ფერწერაში აისახა საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება და მის განუმეორებელ ხიბლი. ნიშანდობლივია, რომ ამ პეიზაჟების ხატოვანებამ წარმოშვა ტერმინები: ელენეს თბილისი, ელენეს კახეთი…
სხვა ავტორები
იური ბერიშვილი 80-იანელთა თაობის მხატვარია. მისი ნაირფერი აბსტრაქციები ყოველთვის საცნობია, საცნობია თავისი ემოციური გამომსახველობით, მეტაფიზიკურად შეგრძნობილი სამყაროს სურათით. მხატვარი ხატავს ჟღერადი „სუფთა“ ფერებით. კომპოზიციები ლოკალური სიბრტყეებისა და თითქოს სპონტანურად მიმოფანტული წერტილ-ლაქების ათასგვარი კომბინაციით იქმნება. სპონტანურობა, ამავდროულად, გაწონასწორებულ, ჰარმონიულ მთლიანობაში ეწერება. ფორმატი განსხვავებულია… ყველაზე მცირე ზომის…
პეტრე ოცხელი – ქართული ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ირაკლი გამრეკელთან, კირილ ზდანევიჩთან და სხვა მხატვრებთან ერთად მან ფაქტობრივად მოახდინა რევოლუცია ქართულ სცენისა და კოსტიუმის დიზაინში. მთავარი პრინციპი, რომელსაც ის ამკვიდრებს: სცენის სივრცული ორგანიზაცია და არა დეკორაციული ფონის შემნა, სამგანზომილებიანი სცენური სივრცისა და ფორმის გეომეტრიზაცია,…
რიტა ხაჩატურიანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისში, საქართველო. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაზგური გრაფიკის განხრით. რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით, ფანტასტიკური წარმოსახვით… რიტას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ…