ბესიკ არბოლიშვილმა (დ.1955) 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, 1983–1986 წლებში- საკავშირო აკადემიის შემოქმედებითი სახელოსნო (მოსკოვი, სსრკ). ჟანრობლივ მრავალფეროვნებაში იკვეთება მხატვრის მიერ ფორმისა და ფერის მუდმივი ძიება და გამორჩეული ხელწერა. ქალის სილამაზე, ნატიფი და დახვეწილი სხეული, ფერისა და შუქის თამაში განსაკუთრებულ ესთეტიკურობასა და რომანტიკულობას ანიჭებს მის პორტრეტებსა და კომპოზიციებს. შემოდგომისა თუ გაზაფხულის კახეთის მრავალფეროვანი პეიზაჟები, ბაკურიანის თითქმის მონოქრომული თოვლიანი კომპოზიციები, კონტრასტული ფერებით შესრულებული ნატურმორტები, გამოკვეთილი დეკორატიულობით გამოხატავს მხატვრის ინდივიდუალურ სტილს. ბესიკ არბოლიშვილი 1984 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ – თურქეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ქუვეითში, დიდ პრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებული შტატებში გამართულ გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ოტო პანკოკის მუზეუმსა და დიუსბურგის კულტურვერკშტატის ფონდში (გერმანია), თანამედროვე ხელოვნებისა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში (მოსკოვი, რუსეთი), მხატვრის სახლში (მოსკოვი, რუსეთი), ასევესხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
სხვა ავტორები
ნატალია ფალავანდიშვილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია. მან 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა იოსებ შარლემანისა და ლადო გრიგოლიას ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრირების სფეროში, ქმნიდა ილუსტრაციებს საბავშვო ჟურნალებისათვის, ასევე ხატავდა პეიზაჟებს, მუშაობდა აკვარელითა და გუაშითაც. მისი შემოქმედება , ძირითადად,…
გიორგი გეგეჭკორი – ფერმწერი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გოგი გეგეჭკორი არის ფერწერის რეალისტური სკოლის მიმდევარი. შემოქმედების მთავარი თემაა პორტრეტი. მან სახელი გაითქვა ქართველ მეფეთა, საზოგადო მოღვაწეთა და ქართული თეატრის ცნობილ მსახიობთა პორტრეტული სერიებით. 1990-იანი წლებიდან…
მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, დაიბადა თბილისში. ამჟამად ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით. სონღულაშვილმა ხატვა ღრმა ბავშვობაში დაიწყო. 2013 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ენდი უორჰოლის მიერ დაარსებული, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის (New York Academy of Art)…