ბუბა არაბულმა დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1996 წელს.
მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალია. ნაზი პასტელური ტონებით შექმნილ კოლორიტში, გამჭვირვალე ჰაეროვანი ფიგურები ერთიან დეკორატიულ ზედაპირს ქმნიან. ზოგჯერ შერეულ ტექნიკას იყენებს და ნამუშევრის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ფაქტურით გამოარჩევს. მხატვრის პერსონული გამოფენები გაიმართა: თბილისის მერიაში (1996), თანამედროვე ხელოვნების გალერეაში (თბილისი, 2003), მწერალთა სახლში (თბილისი, 2014), გალერეა “სილქში” (თბილისი, 2020), ქართულ-ებრაული ისტორიის მუზეუმში (თბილისი, 2023). მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: “ცისფერი გალერეა” (თბილისი, 2001), სამხატვრო აკადემიის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, ეროვნულ გალერეაში (თბილისი, 2002), გალერეა “არტ სფეისი” (თბილისი, 2012), ქართველი მხატვრების გამოფენა “ფიროსმანიდან დღემდე” (გეოლოგიის მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი, 2016); ქართული კულტურის სახლი (კაუნასი, ლიტვა, 2016), გალერეა “არკა” (ვილნიუსი, ლიტვა, 2017), ქართველი მხატვრების გამოფენა “შეიგრძენი” (გეოლოგიის მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი, 2018), თანამედროვე ხელოვნების გალერეა “სფუმატო” (თბილისი, 2018). მხატვრის ნამუშევრები ინახება: საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ბელგიის, ლიტვისა და შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში.
სხვა ავტორები
გიგო ზაზიაშვილი დაიბადა ქართული აბრების მხატვრის, ივანე ზაზიაშვილის, ოჯახში. თვითნასწავლ მხატვარს ხელმოკლეობის გამო არ მიუღია დაწყებითი განათლება, 14 წლის ასაკში კი დაობლდა. მომავალ მხატვარს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და დაოსტატებაში დაეხმარა მხატვარია გიგო გაბაშვილი. მოგვიანებით მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის ქართველ რეალისტ მხატვრებთან. გ. ზაზიაშვილის შემოქმედებისათვის…
ლადო თევდორაძე დაიბადა 1957 წელს. იგი 1974-1977 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში, ხოლო 1979-1985 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ლადო თევდორაძის ნამუშევრებში გადმოცემულია საქართველოს წარსულისა და აწმყოს ყოველდღიური ყოფის ამსახველი სცენები. პერსონაჟთა სახასიათო სტილიზება, მაჟორული ფერთა გამა ერთის მხრივ ნოსტალგიურ და ამავდროულად…
ფრანგული წარმოშობის რუსი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი და მონუმენტალისტი; გაერთიანება Мир искусства (ხელოვნების სამყარო)-ს წევრი და ამავე გაერთიანების ჟურნალის თანამშრომელი, ევგენი ლანსერე ხელოვანების ოჯახში დაიბადა: მისი მამა – მოქანდაკე ევგენი ლანსერე უფროსი; მისი და – ფერმწერი ზინაიდა სერებრიაკოვა; ძმა – არიტექტორი ნიკოლაი ლანსერე; დეიდაშვილი – ალექსანდრ…