Skip to content Skip to footer
  1. Events
  2. simple

Views Navigation

Event Views Navigation

Today

ეკატერინე გელოვანის გამოფენა

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

ეკატერინე გელოვანმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მალევე, 1987 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში საქართველოსა თუ უცხოეთში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ ბანკში, კიოლნისა და მოსკოვის კერძო კოლექციებში. მხატვარი მონაწილეობდა გაეროს World Food Programme ეგიდით ჩატარებულ კონკურსში,…

ალექსანდრე შერვაშიძე. რეტროსპექტივა

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

  2025 წლის 18 მაისიდან 2025 წლის 16 ივნისამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას - ალექსანდრე შერვაშიძე. რეტროსპექტივა. იგი ეძღვნება ალექსანდრე შერვაშიძეს (1867-1968) - მხატვარს, სცენოგრაფს, ხელოვნების კრიტიკოსსა და აფხაზეთის მთავართა - შერვაშიძეთა საგვარეულოს სახელოვან შთამომავალს. ფეოდოსიაში დაბადებული, გადასახლებაგამოვლილი, ქართველ-აფხაზი არისტოკრატების ოჯახის…

CORPUS MARINA: სხეული, ჯვარცმა, მსხვერპლშეწირვა

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

  20 ივნისს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა CORPUS MARINA - მარინა ივანიშვილის შემოქმედების კონცეპტუალურად აგებული პანორამა, სადაც მისი ქანდაკებები და ნახატები სამი თემის - სხეულის, ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირვის პრიზმაში იქნება წარმოდგენილი. სიტყვა COPRUS ლათინურად სხეულსაც ნიშნავს და ნამუშევართა კრებულსაც. ტორსი, როგორც სხეულის…

პაატა მერაბიშვილი

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა გალერეა “ვანდასთან” თანამშრომლობით პირველად უმასპინძლებს პაატა მერაბიშვილის პერსონალურ გამოფენას. გამოფენა გაიხსნება 7 აგვისტოს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 7 სექტემბრის ჩათვლით. გამოფენის კურატორია ვანდა მუჯირი. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრები (ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა). პაატა…

კაროლ ფელიქსი – შუქურა

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს კაროლ ფელიქსის გამოფენას - შუქურა. გამოფენა იმართება საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით. კაროლ ფელიქსი  1961 წლის 26 ივლისს ქალაქ კოშიცეში დაიბადა. 1981–1987 წლებში ბრატისლავის სახვითი ხელოვნების აკადემიაში პროფესორ ალბინ ბრუნოვსკის ხელმძღვანელობით  ბეჭდურ გრაფიკასა და წიგნის ილუსტრაციას სწავლობდა. სწავლის…

ოთარ სულავა 100

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

  ეროვნული გალერეა საქართველოს დამსახურებული მხატვრის - ოთარ სულავას (1926-2000)  საიუბილეო  გამოფენას მასპინძლობს. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში ოთარ სულავას პერსონალური გამოფენა პირველად იმართება და მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტულ სურათს გთავაზობთ. ოთარ სულავამ 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.  მისი პედაგოგები იყვნენ: მოსე თოიძე,…

კოკი მახარაძე 95

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

  კოკი მახარაძის საიუბილეო გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ქართველი მხატვრის, მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის — კოკი მახარაძის საიუბილეო გამოფენა. ეს არის ავტორის პირველი პერსონალური გამოფენა. კოკი მახარაძე სამოღვაწეო ასპარეზზე 1950–60-იან წლებში გამოვიდა და სოცრეალიზმის ეპოქაში…

ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

2026 წლის 19 მარტს, 18:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიცია აერთიანებს მხატვრის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს  და  წარმოაჩენს მისი მხატვრული ენის განვითარებას ტრადიციული მედიუმებიდან ციფრულ ფერწერასა და გრაფიკამდე. ექსპოზიციის ერთ-ერთი მთავარი თემაა თბილისი. ასევე წარმოდგენილია აბსტრაქტული კომპოზიციები, პორტრეტები და ნატურმორტები.…

ბავშვები ქართულ მხატვრობაში

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

    გამოფენის ბავშვები ქართულ მხატვრობაში კონცეფცია ეფუძნება ბავშვის, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების, მხატვრულ გააზრებას. ექსპოზიცია გვიჩვენებს, თუ როგორ აისახება ბავშვის თემა ქართულ მხატვრობაში სხვადასხვა ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ამასთანავე, საგამოფენო თხრობა დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს ქართული სახვითი ხელოვნების სტილისტურ ევოლუციას XIX საუკუნის…

მოსე თოიძე – 155. ფერების დიდი ლირიკოსი

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოეწყობა ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო მხატვრისა და აკადემიკოსის მოსე თოიძის (1871-1953) 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შერჩეული 70 ნამუშევარი - ფერწერა და გრაფიკა. გამოფენილი ნამუშევრების ნახევარზე მეტი საზოგადოებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება,…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.