- This event has passed.
ბადრი ლომსიანიძე – მეტამორფოზა
9 აგვისტო 2023 18:00 - 8 სექტემბერი 2023 18:00

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ბადრი ლომსიანიძის რეტროსპექტულ გამოფენას.
ბ. ლომსიანიძე დაიბადა ქუთაისში (1961). ქუთაისის სახვითი ხელოვნების სკოლის და შემდეგ სანქტ-პეტერბურგის ა. შტიგლიცის სახ. ხელოვნების და დიზაინის სახელმწიფო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ესპანეთში მოღვაწეობს. საქართველოში მისი პერსონალური გამოფენა პირველად იმართება.
ბადრი ლომსიანიძე მულტიდისციპლინური არტისტია, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისშივე ირჩევს ქსოვილს როგორც მედიუმს: ქსოვილის მოქნილობა და ელასტიკურობა მხატვარს მის ტილოებსა და ინსტალაციებში ორგანულად ინტეგრირების საშუალებას აძლევს. შედეგად, ნამუშევრები იძენს შინაარსობრივად დატვირთულ სხეულებრივ სიმკვრივეს. მეორე მხრივ, ტექსტილისთვის სახასიათო გამომსახველობა ერთგვარად განაპირობებს მხატვრის შემოქმედების ალეგორიულობას. ბადრი ლომსიანიძის ნამუშევრებში ხელშესახებია გარკვეული ბალანსი ექსპრესიონიზმსა და კლასიკური ფორმების დახვეწილობას შორის. უპირველესი მხატვრისთვის ვიზუალური და სენსორული სიამოვნებაა: გამჭვირვალობა, რბილ ფერთა პალიტრა და ქსოვილთა მეტყველება. ჰეტეროგენული რესურსების გამოყენება ანიჭებს მის შემოქმედებას ინდივიდუალურსა და ცნობად ხასიათს, გამორჩეულს თავისი მრავალმხრივობითა და ტექნიკით.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ოკლაჰომა, (აშშ), ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ ჯერსი, (აშშ), AC ფონდი, სალამანკას მუზეუმი, ბუენოს აირესის გრავიურის ეროვნული მუზეუმი, (არგენტინა), მადრიდის თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმი, მადრიდის საზოგადოება; მაკკინსის კოლექცია, Christies ლონდონი, გამომცემლობა Springer.
გამოფენა გაიხსნება 9 აგვისტოს 18:00 საათზე და გაგრძელდება 2023 წლის 9 სექტემბრამდე.
