Skip to content Skip to footer

ყიფშიძე ლევან

ლევან ყიფშიძე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ვიზუალურ ხელოვნებაში, ძირითადად – ქანდაკების მიმართულებით. მისი დიზაინერული პროექტებიც კი ნაწილობრივ სკულპტურულ არსს ატარებდა. მისი შემოქმედება მოიცავდა აბსტრაქტულ სკულპტურებს პოსტმოდერნული შინაარსითა და განზოგადებული კონცეპტუალური თემებით. იგი მუშაობდა სხვადასხვა მასალაზე, მათ შორის ლითონზე (რკინა და სპილენძი), ხესა და ქვაზე.

ლევან ყიფშიძე ძირითადად დამოუკიდებელ მოქანდაკედ მუშაობდა. 2024 წლიდან მისი სკულპტურული კომპოზიცია “კვერცხი” საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციაშია. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციაში: გერმანიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებსა და საქართველოში.

ლევან ყიფშიძე
დაბადება-გარდაცვალება1966-2025Share

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.