

სხვა ავტორები
ფარნაოზ (ფარნა) ლაპიაშვილი XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიისა და კინომხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელსაც გაფორმებული აქვს ასზე მეტი სპექტაკლი და შექმნილი აქვს მხატვრობა ისეთი ცნობილი ფილმებისთვის, როგორებიცაა ვახტანგ ტაბლიაშვილის „ქეთო და კოტე“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1948 წელს), სერგო ჭელიძის „ცისკარა“ (იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1955 წელს), მიხეილ…
მოქანდაკე, გრაფიკოსი, თბილისისა და მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (1999). გია ჯაფარიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1968 წელს დაამთავრა; 1972 წელს კი ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში დაასრულა სწავლა. 1970 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა გამოფენებში: ქართული დაზგური ქანდაკება (თბილისი, 1991);…
დავით ალექსიძე (დ. 1966) 1990-იან წლებში იწყებს საკუთარი ხელოვნების დემონსტრირებას. მას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია აქტიურ სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებისათვის, სადაც სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე (1988-1991) აღმოჩნდა. ის იყო „ვუნდერკინდი“ ხელოვნებაში, რომელმაც ადრეულ ასაკშივე სრულიად ჩამოყალიბებული მხატვრული სისტემა შექმნა საკუთარი ფილოსოფიითა და კრიტიკული აზროვნებით. დავით ალექსიძის ხელოვნებას,…

დავით (დაჩი) მინდაძე (დ. 1985) მილენიუმის მხატვართა თაობის წარმომადგენელია. აკადემიური განათლება არ მიუღია. გამოირჩევა ნეოექსპრესიონისტული ნამუშევრებით. ძირითადად ხატავს თხილის ტომრებზე, იყენებს ზეთისა და აკრილის საღებავებს, მუშაობს შერეული ტექნიკით.






