თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პედაგოგი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლადო გრიგოლია ქართული წიგნის ხელოვნების დიდოსტადად ითვლება. მისი მემკვიდრეობა მოიცავს წიგნის გრაფიკას, ნახატებს, შრიფტს, წიგნის მორთულობის ნიმუშებსა და ქანდაკებას. დაწერილი აქვს სამეცნიერო ნაშრომი „ქართული კონსტრუქციული და აკადემიური შრიფტი“.…