Skip to content Skip to footer
ირინა მერაბიშვილი - შანშიაშვილი
დაბადების წელი1948AuthorAuthor nameShare

მერაბიშვილი – შანშიაშვილი ირინა

მოქანდაკე და ფერმწერი, ირინა მერაბიშვილი-შანშიაშვილი  დაიბადა თბილისში, 1948 წელს.

1972 წელს, დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია  ფორტეპიანოს სპეციალობით. მუსიკის პარალელურად, თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა ქანდაკებას, ფერწერასა და ხელოვნების ისტორიას. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მონაწილეობდა სახვითი ხელოვნების გამოფენებში; 1970 წლიდან ხელოვნების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა გაზეთებსა და ჟურნალებში: „სამშობლო“, „დრონი“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ლიტერატურული საქართველო“, “ფრესკა“, „ხელოვნება“, „მაცნე“.

1973 – 1993 წლებში, ირინა  მერაბიშვილი-შანშიაშვილი რეგულარულად იღებდა მონაწილეობას საქართველოს მხატვართა საშემოგომო, საგაზაფხულო და რესპუბლიკურ გამოფენებში. ამასთან ერთად, მისი ნამუშევრები წარმოდგენილი  იყო ძეგლებისა და მემორიალების ესკიზების შესარჩევ  სხვდასხვა საკონკურსო გამოფენებში.  მათ შორის, დიდგორში – დავით აღმაშენებლის, მირზაანში – ნიკო ფიროსმანისა სხვა საქანდაკო  კონკურსებში. 2005 წელს, მისი ესკიზი წარმოდგენილი იყო  კიევში რუსთაველის ძეგლის პროექტის საკონკურსო გამოფენაში.

ირინე მერაბიშვილი-შანშიაშვილი 1990 წელს “საქართველოს ავანგარდისტ და თავისუფალ მხატვართა ასოციაციის” წევრი გახდა.

მხატვრის მოანაწილეობით ჩატარებული საერთაშორისო გამოფენებიდან აღსანიშნავია

ჯგუფური გამოფენა  ვილნიუსში  1984 წელს, საქართველოს  მხატვართა  პირველი  ჯგუფური 

გამოფენა  ქალაქ მონტრექსის  კონგრესის ცენტრში, შვეიცარიაში, 1990 წელს, ქართველ  ავანგარდისტ  და თავისუფალ მხატვართა  გამოფენები  თბილისში, მხატვრის  სახლში, 1991 – 1993 წლებში   და ემიგრანტ მხატვართა გამოფენები ტორონტოში 2001-2003 წლებში.  

ირინა მერებიშვილი-შანშიაშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს სამხატვრო გალერეაში, თბილისის მხატვრის სახლში, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოში; კერძო კოლექციებშიროგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, ლიტვაში, გერმანიაში, იტალიაში, კანადასა და შვეიცარიაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:      თბილისი ,  ძმები  ზუბალაშვილების  27/9.  (+ 995)  570 90 13 54;  

(+ 995) 322  99 59 35

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.