Skip to content Skip to footer

ხუციშვილი გია

გია ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1989 წელს. მისი შემოქმედება 30 წელს ითვლის. იგი არის მრავალი საგამოფენო პროექტის, წიგნისადა სამხატვრო ალბომის ავტორი, მკვლევარი, მთარგმნელი და შემდგენელი. გია ხუციშვილი ერთადერთია XX საუკუნის 90-იან წლებში შემოქმედებით ასპარეზზე გამოსულ მხატვართა შორის, რომელმაც თავის ხელოვნებაში ჭარბად შემოიტანა მითოსი და ამით პირობითობის დონე საკმაოდ აამაღლა. გია ხუციშვილის ხელოვნება არის დიდი აბსტრაქცია, სადაც მეტაფორა განმსაზღვრელია, მეტიც, მეტაფორა მისი ფერწერის ალგორითმია. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის როგორც სამუზეუმო, ასევე კერძო კოლექციებში.

გია ხუციშვილი
დაბადების თარიღი1966Share

© 2023. ALL RIGHTS RESERVED.