Skip to content Skip to footer

სეხნიაშვილი ზურაბ

ზურაბ სეხნიაშვილი განათლებით არქიტექტორ-რესტავრატორი იყო. მას აღდგენილი აქვს 60-ზე მეტი
ისტორიული ძეგლი, მონაწილეობდა სვეტიცხოვლისა და დავით გარეჯის სარესტავრაციო სამუშაოებში. მის მხატვრად ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ავთო ვარაზმა. ზურაბ სეხნიაშვილმა ხატვა აბსტრაქციით დაიწყო, რაც მისი პროტესტის ერთგვარი ფორმა იყო. მიუხედავად ამისა, მისი ხელოვნება უფრო ესთეტიკურ ჭრილში განიხილება, ვიდრე რეფორმატორულ-ბუნტარულად. აქტიური პიროვნული პოზიციის მიუხედავად, იგი ხელოვნებაში, უმეტესად, სიმშვიდეს ეძიებდა. მისი თქმით, „ალბათ, დრო უნდა გავიდეს… არ მგონია, რომ თავს ვარიდებდეთ რამეს, ალბათ უფრო დამცავი მექანიზმი მუშაობს, ღია ჭრილობებზე საუბარი ძნელია…“

ზურაბ სეხნიაშვილი
დაბადების/გარდაცვალების თარიღი1945-2021Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.