Skip to content Skip to footer

მიზანდარი გივი

გივი მიზანდარი – მოქანდაკე, პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ღირსების ორდენის კავალერი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი იყო. ის გახლდათ პირველი მხატვარი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც 1960 წელს, 27 წლის ასაკში, ჰანოის სამხატვრო ინსტიტუტში  (ვიეტნამი) გაგზავნეს პედაგოგად.  აქ მან ჩამოაყალიბა ქანდაკების კათედრა და რამდენიმე წელიწადში, იგივე მისიით კამპუჩიის ხელოვნების სამეფო უნივერსიტეტში გააგრძელა  საქმიანობა – დააარსა ქანდაკების ქათედრა და დაიკავა პროფესორისა და კათედრის გამგის თანამდებობა. ვიეტნამში ყოფნისას, ნატურიდან გამოაქანდაკა ვიეტნამის კომპარტიის ლიდერისა და ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის  პირველი პრეზიდენტის, ჰო ში მინის პორტრეტი.

1970 წლიდან გარდაცვალებამდე გივი მიზანდარი თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი და  სამხატვრო აკადემიის სპორტული კლუბის ხელმძღვანელი იყო. ასევე – საქართველოში ჯომარდობის აღორძინების ერთერთი მოთავე, წითელი ჯვრის მისიის წარმომადგენელი და აფხაზეთის ომის მონაწილე.

მისი ნამუიშევრები დაცულია და დგას საქართველოს, პოლონეთის, უნგრეთის, ვიეტნამის, კამბოჯის, აშშ-ის, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მუზეუმებსა და საქალაქო სივრცებში:

სკულპტურული კომპოზიცია „ოსვენციმი არ განმეორდება“ (პოლონეთი, ოსვენციმის მუზეუმი), ჰო ში მინის ბიუსტი, მონღოლი გოგოს ბიუსტი, მიხეილ ჯავახიშვილის ბიუსტი მარნეულში, ჯუმბერ ლეჟავას ძეგლი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიუსტი წინანდალში და სხვ.

წყარო: “კულტურა პლუსი:. 2022. ლევან მიზანდარი 

გივი მიზანდარი
დაბადების წელი1932გარდაცვალების წელი2008AuthorAuthor nameShare

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.