გოგა მაღლაკელიძე 1981-1987 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1984 წლიდან იყო მხატვართა ჯგუფ „არქივარიუსის“ წევრი. 1987-88 წლებში ხელოვანის ნამუშევრები ე.წ. „X სართულისა“ და „მარჯანიშვილის სახელოსნოს“ არაფორმალური ჯგუფების მხატვრებთან ერთად ექსპონირებული იყო ლენინგრადში, რუსულ მუზეუმში ქართული ავანგარდისა და ნარვაში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ გამოფენებში. მან 1990 წლებში დაიწყო ახალი ქრისტიანული ესთეტიკის ძიება, შექმნა მინიატიურები, მუშაობდა ლევკასისა და ტემპერის ტექნიკითაც. 2000/2010-იან წლებში ხელოვნებამცოდნეებთან თანამშრომლობით მაღლაკელიძემ მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები შექმნა. 2014 წელს მოხატა ჭიათურის სოფელ ვეჭევის წმ. გიორგის ეკლესია. იგი დაჯილდოებულია მედლებითა და პრემიებით: 2007 წელს მიიღო პრემია „პარნასი“ წლის საუკეთესო ნამუშევრებისათვის; 2000 წელს – იუნესკოს ჯილდო წლის საუკეთესო ილუსტრაციისათვის. გოგა მაღლაკელიძის ნამუშევრები ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში: თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, ტოლიატში, კიოლნში, მიუნხენში, ვენაში, ბრიუსელში, პარიზში, ბოსტონსა და ათენში.
სხვა ავტორები
ზაურ გოლავამ 1970 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (აპოლონ ქუთათელაძის სახელონო). სწავლა განაგრძო სსრკ-ის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ შემოქმედებით სახელოსნოში სადაც მისი ხელმძღვანელი უჩა ჯაფარიძე იყო. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო ჯგუფურ გამოფენებში. შეასრულა მეორე მსოფლიო ომის თემაზე საყურადღებო ნამუშევრები: 1941 წელი, შურისძიება,…
ზურაბ სეხნიაშვილი განათლებით არქიტექტორ-რესტავრატორი იყო. მას აღდგენილი აქვს 60-ზე მეტიისტორიული ძეგლი, მონაწილეობდა სვეტიცხოვლისა და დავით გარეჯის სარესტავრაციო სამუშაოებში. მის მხატვრად ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ავთო ვარაზმა. ზურაბ სეხნიაშვილმა ხატვა აბსტრაქციით დაიწყო, რაც მისი პროტესტის ერთგვარი ფორმა იყო. მიუხედავად ამისა, მისი ხელოვნება უფრო ესთეტიკურ ჭრილში განიხილება,…
მხატვარი, გობელენის ოსტატი, კერამიკოსი. გივი ყანდარელის სახელს უკავშირდება თანამედროვე ქართული გობელენის სკოლის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განვითარება. მან პირველმა დაიწყო საბჭოთა პერიოდში ახალი ტიპის დეკორატიულ-გამოყენებითი ჟანრის საფეიქრო ნიმუშების შექმნა. ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქართული პატრიოტული შინაარსის ხელოვნებამ, როგორც დაზგურ, ასევე, მონუმენტურ და დეკორატიულ დარგებში,…