Skip to content Skip to footer
ირაკლი მაისურაძე
დაბადება/გარდაცვალება1963–2010Share

მაისურაძე ირაკლი

ირაკლი მაისურაძემ 1990 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილებდა ჯგუფურსა და სოლო გამოფენებში საქართველოში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. აღსანიშნავია მისი კონცეპტუალისტური აქცია „ლოკალური კათარზისი“ (თბილისის თანამედროვე ხელოვნების გალერეა. 1993). მხატვარმა 2008 წელს დაიწყო ხატწერა. ირაკლი მაისურაძე 1997 წლიდან ამიერკავკასიის მხატვართა  გილდიის წევრი იყო. 1998 წლიდან – საქართველოს ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის  წევრი, 1998 წლიდან კი – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. გარდაცვალების შემდეგ მოეწყო მისი რეტროსპექტული გამოფენა (თბილისის ისტორიის მუზეუმი. 2011 ), სადაც ექსონირებული იყო მისი გეომეტრიული აბსტრაქციები. „ჩემი მხატვრობა სევდისა და ტკივილი ემანაციაა, ჩემი მხატვრობა მისტიკური სიმღერაა სამყაროს სპონტანურ ძალებზე, მე ,უბრალოდ, ვხატავ სულს, ცხოვრებას სულისას. მე მინდა, ვაჩვენო გზა ნეოკათარზისისა, – წერს მხატვარი თავის შემოქმედებაზე (ამონარიდი მხატვრის „ღია ვარდისფერი მანისფესტიდან“).

Leave a comment

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.