Skip to content Skip to footer

კობოშვილი შალომ

შალომ კობოშვილი თვითნასწავლი მხატვარია. პრიმიტივისტული მანერით, ზეთის, ანდა წყლის საღებავებით შესრულებული მისი  ნამუშევრები, მხატვრული ღირებულების მქონე კოლექციის გარდა,  ქართველი ებრაელების ყოფაცხოვრებისა  და სარწმუნოებრივი რიტუალების ამსახველ მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ დოკუმენტაციას წარმოადგენს.

კობოშვილი ახალციხეში,  ღარიბი ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში დაიბადა.  მძიმე ბავშვობისა და სიყმაწვილის გამო სრულფასოვანი განათლება ვერ მიიღო. ხატვის ნიჭი ჯერ კიდევ მოზარდობის დროს გამოავლინა.

მას რაბინობისთვის ამზადებდნენ, თუმცა რელიგიური განათლება ადრეულ ასაკში მიატოვა. ხელოვნებისადმი მის ლტოლვას ოჯახი მხარ არ უჭერდა; ამიტომ მბეჭდავის შეგირდად მიაბარეს. მთელი მისი სახელოვნებო  ცოდნა თვითგანათლებაზე იყო დაფუძნებული. ითვლება, რომ 1910 წელს ის ნიკოფიროსმანს შეხვდა. 1937 წელს, სამოცდაერთი წლის კობოშვილი ახლადგახსნილი საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის ღამის დარაჯად დანიშნეს. სწორედ ამ დროს დაიწყო ხატვა. გამოსახავდა მე-19 საუკუნის ახალციხელი ებრაელების წესჩვეულებებსა და  რელიგიურ რიტუალებს, სახლების ინტერიერებსა და ჩაცმულობას, სხვადასხვა სოციალური ფენების ტიპაჟებს. დღემდე მოღწეული მისი ნამუშევრები  1937-1941 წლებშია შექმნილი.

1950 წელს, კობოშვილის ნამუშევრები   საქართველოს ეროვნულ მუზეუმის კოლექციაში გადაიტანეს. კობოშვილის ნამუშევრების პირველი რეტროსპექტული გამოფენა 2006 წელს თბილისში მოეწყო.

 

შალომ კობოშვილი
დაბადების წელი1876გარდაცვალების წელი1941Share

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.