Skip to content Skip to footer

კანდელაკი ვლადიმერ

ვლადიმერ კანდელაკი არის 1970-იანი წლების ქართველი მხატვრების თაობის გამორჩეული წარმომადგენელი. მისი, როგორც ნონკონფორმისტი მხატვრის ჩამოყალიბება, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო, მაგრამ ის ბრმად არასოდეს მისდევდა ევროპული სტილისტური მიმდინარეობების ფორმებს. მისი შემოქმედება მოიცავს ტრადიციულ ქართულ ელემენტებს და საბჭოთა მოტივებს და ამით უნიკალური ტიპის ეთნო- სიურეალიზმს ქმნის. ვლადიმერ კანდელაკის კომპილაციურ ობიექტებსა და ასამბლაჟებში თავმოყრილია განსხვავებული დეკადების უტილიტარული ნივთები. სამომხმარებლო თუ ანტიკვარული ობიექტების კონსტრუირებით ხელოვანი იაზრებს წარსულს და, ამავდროულად, ახალ, კრიტიკულ მოცემულობას გვთავაზობს.
1969 წლიდან 1990 წლამდე ვლადიმირ კანდელაკი იყო სსრკ მხატვართა კავშირის წევრი. 1990 წელს მას მიენიჭა საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება და 1993 წელს გახდა იუნესკოს ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი. 1999 წლიდან კი ვლადიმერ კანდელაკი თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. მისი ნამუშევრები დაცულია მრავალ კერძო კოლექციაში და აგრეთვე- საქართველოსა და საზღვარგარეთის მუზეუმებში: ეროვნული მუზეუმი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ ჯერსი, აშშ; კრემონას ფონდი, მერილენდი, აშშ (Cremona Foundation Mechanicsville); ტრეტიაკოვის გალერეა და აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, რუსეთი.

ვლადიმერ კანდელაკი
დაბადების თარიღი1943Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.