Skip to content Skip to footer

თორდია რადიში

რადიშ თორდია — ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული და სახალხო მხატვარი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დოცენტი და პედაგოგი. მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საკავშირო თუ საზღვარგარეთულ გამოფენაში. 1953-1957 წლებში სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში, რომლის დასრულების შემდეგ იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც ფერწერის ფაკულტეტზე მისი პედაგოგი იყო ქართველი მხატვარი უჩა ჯაფარიძე. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა სამხატვრო აკადემია და ამის შემდეგ იღებდა მონაწილეობას საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის გამოფენებში. 1977 წელს ოთხ ქართველ მხატვართან ერთად (ნანა მესხიძე, გივი ნარმანია, ზურაბ რაზმაძე და ბეჟან შველიძე) მიიღო მონაწილეობა მოსკოვში, სირიასა და ერაყში გამართულ გამოფენებში. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1980 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. 1990 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთისა და გერმანიის მუზეუმებსა და გალერეებში.

რადიშ თორდია
დაბადების თარიღი1936Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.