გერმანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, ორიენტალისტი.
1893 წელს დიდი ვერცხლის მედლით დაასრულა რუსეთის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია. 1890 წლიდან მონაწილეობდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის არქეოლოგიურსა და ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. 1912-1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კავკასიაში; ქმნიდა ეთნოგრაფიული ხასიათის ნამუშევრებს; იყო ნატიფ ხელოვნებათა საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამაარსებელი; ლადო გუდიაშვილის ხატვის პირველი მასწავლებელი; მონაწილეობდა გამოფენებში სანკტ-პეტერბურგში, თბილისში, ბაქოსა და ტაშკენტში. კავკასიის გასაბჭოების შემდგომ რეპრესირებული იყო და გარდაიცვალა გადასახლებაში.
კერძო კოლექციონერთა გარდა, მისი ნამუშევრების მფლობელია: საქართველოს ხელოვნების, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის, პეტერბურგის რუსული ხელოვნების, ომსკისა და ტულის მუზეუმები, ასევე აზერბაიჯანის ხელოვნების (ბაქო), უზბეკეთის კულტურის ისტორიისა და ხელოვნებისა (სამარყანდი) და ჩრდილოეთ ოსეთის ხელოვნების მუზეუმები (ვლადიკავკაზი).