თამაზ ვარვარიძე XX საუკუნის 70-იანი წლების თაობის ქართველ მხატვართა მკაფიოდ ინდივიდუალური შემოქმედებითი სახის მქონე, ესთეტიკური კონცეპტუალიზმის მიმართულების არტისტია, უახლესი ქართული გრაფიკული სკოლის ფუძემდებელი და პლაკატის ხელოვნების განვითარების თვალსაჩინო წარმომადგენელი. მთავარი პრინციპი, რომელსაც მხატვარი ამკვიდრებს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე, კონცეპტუალიზმის ფორმალური ძიებებია, რომლებიც კომპოზიციებში სივრცის ესთეტიკური ორგანიზებით ხასიათდება. ამასთანვე, დეტალების ავტონომიურობის მიუხედავად, იგი ახერხებს მათ გამთლიანებას აბსტრაქტული ურთიერთკავშირების საშუალებით. სახვითი ელემენტების მაქსიმალური ეკონომიურობით მხატვარი ქმნის იმგვარ შიდა სისტემას, რომელიც განსაზღვრავს აზრობრივ მოძრაობას ირეალურ, განზოგადოებულ, ნაკლებად ფერადოვან, შავ-თეთრის კონტრასტზე აგებულ სიბრტყეზე. მხატვრის განვლილი ცხოვრება, მოღვაწეობა და შემოქმედება ერთი მთლიანი არტისტული ჟესტია და მისი როლი თანამედროვე ქართული კულტურის გასააზრებლად, უდავოდ, დიდია.
სხვა ავტორები
ქეთევან რუხაძე – გრაფიკოსი, კერამიკოსი, წიგნის ილუსტრატორი და დეკორატორი, 1968-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე. იყო სამხატვრო აკადემიის კერამიკა-მინისა (1983-1991) და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების კათედრის უფროსი პედაგოგი (1989). მისი ძირითადი ნამუშევრები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის შექმნილი დეკორატიული კომპოზიციებია. ხელოვანის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მესტიის…
ლევან ლაღიძე 80-იანელთა თაობის ქართველ მხატვართა წარმომადგენელია. სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში ტერმინის – „80-იანელთა თაობის“ შემოტანა ლევან ლაღიძის სახელს უკავშირდება. მან 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ლევან ლაღიძის თქმით, „მხატვრობა იწყება არა მაშინ, როცა შეგიძლია ხატო, არამედ, როცა არ შეგიძლია, არ ხატო…“ –…
გივი გულისაშვილი – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი. 1938 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგი მოსე თოიძე). ამავე წლიდან დაიწყო მონაწილეობა რეგულარულ სამხატვრო გამოფენებში. მისი შემოქმედების ძირითადი მოტივებია ცხენების გამოსახულებები, ნატურმორტები და ისტორიულ პირთა პორტრეტები. დასურათებული აქვს წიგნები: ეკატერინე გაბაშვილის მაგდანას ლურჯა, იროდიონ …