გია ეძგვერაძე 1989-1996 წლებში ცხოვრობს და მუშაობს მიუნხენში (გერმანია). 1996 წლიდან კი საცხოვრებლად გადადის დიუსელდორფში (გერმანია). გია ეძგვერაძის სამუშაო მედიუმი მრავალფეროვანია – ფერწერა, სკულპტურა, პერფორმანსი, ვიდეო, ფოტოგრაფია, ტექსტი. მისი ნამუშევრები ასახავს მხატვრის მჭიდრო კავშირს ხელოვნების ისტორიასთან, ფილოსოფიასთან, პოლიტიკასა და თეორიასთან. 1980-იანი წლებიდან, აბსტრაქციებთან ერთად, ის ქმნის ე.წ. შავ-თეთრ სერიას, ტიპურ კონცეპტუალისტურ ნამუშევრებს, სადაც ის უარყოფს ნამუშევრის გრძნობად, ემოციურ აღქმას და აქცენტი გადააქვს მის ინტელექტუალურად გაცნობიერებაზე, ნამუშევრის აღქმიდან მისი იდეის მიღებაზე. ამ სერიის შესახებ კარლო კაჭარავა შენიშნავს: „გია ეძგვერაძემ უკვე 80-იანი წლების დასაწყისში მიაგნო თეთრ ფონზე შავით თითქმის კალიგრაფიულად წერის მისთვის უნივერსალურ მეთოდს, როგორც საშუალებას კონცეპტუალური ნიშნებისა და იდეების აქტუალიზაციისათვის“. 1990-იანი წლების დასაწყისიდან გია ეძგვერაძე აქტიურად იფინება როგორც საქართველოში, რუსეთში, ასევე ევროპაში, აშშ-ში, ტეიტ მოდერნი (ლონდონი), ვენეციის ბიენალე, კერძო და სამუზეუმო გამოფენები – ბერლინი, შტუტგარტი, ამსტერდამი, ბუდაპეშტი… „როგორც ჩანს, კონცეპტუალური სიურრეალიზმის სტილის, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა როგორც საერთო ენა მოწინავე ხელოვნებისა, მთავარი სათქმელი უფრო კიდეებშია გადანაწილებული, ვიდრე ცენტრში. მათ შორის, ვინც შეინარჩუნა და განავრცო დუშამის ტრადიციის კომიკური, მხიარული მხარე, არის ქართველი მხატვარი გია ეძგვერაძე. იგი გვთავაზობს უმი სტაფილოსა და მარცვლეულის სუფთა, არომატულ ინსტალაციას. შესაძლოა, იმიტომ, რომ საზოგადოებებში „მოდერნისტების“ პოზიცია, რომ აღარაფერი ვთქვათ „პოსტმოდერნისტებზე“, გარკვეულწილად ჯერ კიდევ აბსურდულია და თითქოს მათი ხელოვნებაც ამაყია თავისი აბსურდულობით“ (ნიუ იორკერი – The New Yorker. 14.07.1997).
სხვა ავტორები
მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიისა და სტალინის პრემიების ლაურეატი. საშუალო სკოლა ვალენტინ თოფურიძემ სარატოვში დაამთავრა და იქვე შევიდა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1924 წელს თბილისში დაბრუნდა და ახლადგახსნილი სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნიკოლოზ…
ნატალია ფალავანდიშვილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია. მან 1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა იოსებ შარლემანისა და ლადო გრიგოლიას ხელმძღვანელობით. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა წიგნის ილუსტრირების სფეროში, ქმნიდა ილუსტრაციებს საბავშვო ჟურნალებისათვის, ასევე ხატავდა პეიზაჟებს, მუშაობდა აკვარელითა და გუაშითაც. მისი შემოქმედება , ძირითადად,…
თამაზ ხუციშვილმა 1966 წელს დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემია. სწავლობდა პროფესორ ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში. ამავე აკადემიაში ასწავლიდა 1967-1999 წლებში. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე. გამოფენებში მონაწილეობას იღებს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. 1965 წლიდან იგი მონაწილეობს მხატვართა კავშირისა თუ სამხატვრო ფონდის…