Skip to content Skip to footer
ია გიგოშვილი
დაბადების წელი1957AuthorAuthor nameShare

გიგოშვილი ია

ია გიგოშვილმა 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკოსის სპეციალობით. მისი პედაგოგები იყვნენ სერგო ქობულაძე და ლორეტა შენგელია.

აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა სერგო ქობულაძის სახელოსნოს ასპირანტურაში უჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.

ქართველმხატვრებს შორის ია გიგოშვილმა პირველმა აითვისა და საქართველოში დაამკვიდრა სერიგრაფიის ტექნიკა, რომელიც საბჭოთა კავშირში ესტონელმა მხატვრებმა სენეჟის შემოქმედებითი რეზიდენციის მეშვეობით გაავრცელეს.

1990-იან წლებში მან კორკორანის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (Corcoran School of the Arts and Design) მხატვრებთან ერთად, „Moscow Studio“-ში  გააგრძელა სერიგრაფიის ტექნიკით მუშაობა. 

მონაწილეობდა ასზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში. ოცზე მეტი პერსონალური გამოფენა აქვს გამართული საქართველოსა  და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

1980-იან წლებში მისი ნამუშევრები ოქროს მედლებით დაჯილდოვდა გრაფიკის რესპუბლიკურსა და საკავშირო გამოფენებზე.

ია გიგოშვილის ნახატები ინახება ერმიტაჟში, პუშკინის მუზეუმსა  და აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმში, ზუგდიდის დადიანების სასახლეში, ბათუმისა და ნოვოსიბირსკის ხელოვნების მუზეუმებში, დიუკის უნივერსიტეტის ნაშერის კოლექციაში (Duke University, Nasher Museum), ცნობილი ამერიკელი სოვეტოლოგის, ნორტონ დოჯის, საბჭოთა ნონკონფორმისტი მხატვრების კოლექციაში (Norton and Nancy Dodge Collection), რომელიც დღეს ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილებაა (The State University of New Jersey).

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.