ქეთუთა ალექსი- მესხიშვილი დაიბადა საქართველოში 1979 წელს ცნობილი ხელოვანის და სცენოგრაფის გოგი ალექსი-მესხიშვილის ოჯახში. ის საცხოვრებლად 14 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც 2003 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის ბარდი კოლეჯი ფოტოგრაფიის მიმართულებით. ამჟამად ხელოვანი ცხოვრობს და საქმიანობს გერმანიაში, ბერლინში.
ქეთუთა ალექსი- მესხიშვილის პერსონალური და ჯგუფური გამოფენები ეწყობა ისეთ მნიშვნელოვან გალერეებში, როგორიცაა Galerie Micky Schubert გემრნიაში, FRAC Haute-Normandie საფრანგეთში, Kaufman Repetto იტალიაში. ხელოვანის პერსონალური გამოფენა ”Hallow Body” მოეწყო Andrea Rosen Gallery-ში ნიუ-იორკში.
ქ. ალექსი-მესხიშვილის შესახებ სახელოვნებო ჟურნალი Frieze აღნიშნავს, რომ ის მიეკუთვნება ფოტოგრაფების იმ თაობას, ვინც ფოტოს მედიუმის სამგანზომილებიან და სკულპტურულ- სივრცულ ხასიათს ისევე იყენებს, როგორც ფოტოსთვის სახასიათო ორგანზომილებიან ზედაპირს.
წყარო: https://geoartistsabroad.tsu.ge/
სხვა ავტორები
ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას აღწერს. ბეჟან შველიძის შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მან დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, უჩა ჯაფარიძის და სერგო ქობულაძის კლასი. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, ასევე საქართველოს დამსახურებული…
ალდე კაკაბაძე — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976). საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1987). ღირსების ორდენის კავალერი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. კაკაბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, მასალის, კოლორიტის, პროპორციების ფაქიზი შეგრძნება, მკაფიოდ გამოსახული ეროვნულობა, პოეტურობა. ნამუშევრები:„საქორწილო დოქი“…
როლანდ შალამბერიძე დაიბადა 1958 წელს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში. 1982 წელს ქალაქ ქუთაისში მან მერაბ ამაღლობელთან ერთად მხატვართა და პოეტთა ნონკომფრომისტული შემოქმედებითი კლუბი „თეთრი ფრთები“ დააფუძნა. 1988 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგში. მუშაობს როგორც აბსტრაქციონისტი, კონცეპტუალისტი, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატი. 1996-2001 წლებში ის ცხოვრობს გერმანიაში,…