Skip to content Skip to footer
  1. Events
  2. simple

Views Navigation

Event Views Navigation

Today

ვახტანგ ბერიძის, ზაქარია მაისურაძის, ლონგინოზ სუმბაძისა და რენე შმერლინგის ნამუშევრების გამოფენა

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

ქართული ხელოვნების მკვლევართა – ვახტანგ ბერიძის, ზაქარია მაისურაძის, ლონგინოზ სუმბაძისა და რენე შმერლინგის – ნამუშევრების გამოფენის მიზანია მეცნიერული კვლევისა და მხატვრული შემოქმედების სინთეზის შედეგების ასახვა, თუ როგორი გავლენა იქონია ერთმა მეორეზე და რამდენად ასაზრდოებდა ეს ორი სფერო ერთმანეთს. ოთხივე მკვლევარი წარმომადგენელია ხელოვნების მუშაკთა იმ პირველი…

საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2023, ნაწილი 5

სიღნაღის მუზეუმი შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი

  ვალერიან სიდამონ-ერისთავი სერგო ქობულაძე ვერა როხლინა - შლეზინგერი ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი ირინა შტენბერგი  შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021 წლიდან შეძლო. ეს გახლავთ 122 მხატვრის…

ვალენტინ შერპილოვი და მისი მოსწავლეები : ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ჟანი მეძმარიაშვილი,ზურაბ ნიჟარაძე

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

ვალენტინ  შერპილოვი (1911, თბილისი – 1974, თბილისი ) ფერმწერი ვალენტინ შერპილოვი, თავდაპირველად,  სწავლობდა (1932-1938) ქანდაკებას თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა, დავით კაკაბაძის რჩევით, გადავიდა ფერწერის კათედრაზე და სწავლა დავით კაკაბაძესთან გააგრძელა. აკადემიის დასრულების შემდეგ  მუშაობდა მოსე თოიძის ასისტენტად ფერწერის კათედრაზე. 1930-იანი წლების მიწურულს   ახალგაზრდა პედაგოგი  შერპილოვი…

ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

  ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე (1927-1992) – ქართველი მხატვარი, რომლის სახელი მჭიდროდ უკავშირდება ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას. დავით კაკაბაძის შემდეგ  მან მნიშვნელოვნად განავითარა აბსტრაქციონისტული მხატვრობა საქართველოში, რითაც საფუძველი დაუდო ქვეყნის თანამედროვე ხელოვნების ახალ ეპოქას. ბანძელაძე 1927 წელს ციმბირის პატარა სოფელში დაიბადა. მისი ოჯახი, რევოლუციური მოღვაწეობის გამო…

ეკატერინე გელოვანის გამოფენა

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

ეკატერინე გელოვანმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მალევე, 1987 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში საქართველოსა თუ უცხოეთში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ ბანკში, კიოლნისა და მოსკოვის კერძო კოლექციებში. მხატვარი მონაწილეობდა გაეროს World Food Programme ეგიდით ჩატარებულ კონკურსში,…

CORPUS MARINA: სხეული, ჯვარცმა, მსხვერპლშეწირვა

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

მარინა ივანიშვილის პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში. 20 ივნისს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა CORPUS MARINA - მარინა ივანიშვილის შემოქმედების კონცეპტუალურად აგებული პანორამა, სადაც მისი ქანდაკებები და ნახატები სამი თემის - სხეულის, ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირვის პრიზმაში იქნება წარმოდგენილი. სიტყვა COPRUS ლათინურად სხეულსაც ნიშნავს…

პაატა მერაბიშვილი

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა გალერეა “ვანდასთან” თანამშრომლობით პირველად უმასპინძლებს პაატა მერაბიშვილის პერსონალურ გამოფენას. გამოფენა გაიხსნება 7 აგვისტოს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 7 სექტემბრის ჩათვლით. გამოფენის კურატორია ვანდა მუჯირი. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრები (ქანდაკება, ფერწერა, გრაფიკა). პაატა…

კაროლ ფელიქსი – შუქურა

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს კაროლ ფელიქსის გამოფენას - შუქურა. გამოფენა იმართება საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით. კაროლ ფელიქსი  1961 წლის 26 ივლისს ქალაქ კოშიცეში დაიბადა. 1981–1987 წლებში ბრატისლავის სახვითი ხელოვნების აკადემიაში პროფესორ ალბინ ბრუნოვსკის ხელმძღვანელობით  ბეჭდურ გრაფიკასა და წიგნის ილუსტრაციას სწავლობდა. სწავლის…

ოთარ სულავა 100

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

  ეროვნული გალერეა საქართველოს დამსახურებული მხატვრის - ოთარ სულავას (1926-2000)  საიუბილეო  გამოფენას მასპინძლობს. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში ოთარ სულავას პერსონალური გამოფენა პირველად იმართება და მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტულ სურათს გთავაზობთ. ოთარ სულავამ 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.  მისი პედაგოგები იყვნენ: მოსე თოიძე,…

კოკი მახარაძე 95

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery 11 Rustaveli ave, Tbilisi, Georgia

  კოკი მახარაძის საიუბილეო გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ქართველი მხატვრის, მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის — კოკი მახარაძის საიუბილეო გამოფენა. ეს არის ავტორის პირველი პერსონალური გამოფენა. კოკი მახარაძე სამოღვაწეო ასპარეზზე 1950–60-იან წლებში გამოვიდა და სოცრეალიზმის ეპოქაში…

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.