ვახტანგ ბერიძის, ზაქარია მაისურაძის, ლონგინოზ სუმბაძისა და რენე შმერლინგის ნამუშევრების გამოფენა
9 ნოემბერი 2024 18:00 - 5 იანვარი 2025 18:00
ქართული ხელოვნების მკვლევართა – ვახტანგ ბერიძის, ზაქარია მაისურაძის, ლონგინოზ სუმბაძისა და რენე შმერლინგის – ნამუშევრების გამოფენის მიზანია მეცნიერული კვლევისა და მხატვრული შემოქმედების სინთეზის შედეგების ასახვა, თუ როგორი გავლენა იქონია ერთმა მეორეზე და რამდენად ასაზრდოებდა ეს ორი სფერო ერთმანეთს. ოთხივე მკვლევარი წარმომადგენელია ხელოვნების მუშაკთა იმ პირველი თაობისა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული ხელოვნების მეცნიერულად შესწავლას. ამ ავტორების ფუძემდებლური ნაშრომების გარდა, მათი განუმეორებელი ბიოგრაფიები და შემოქმედება, რომელიც ინტუიციურ და ემოციურ გამოცდილებას მეცნიერულ კვლევაზე დამყარებულ გამოცდილებასთან აერთიანებს, მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ნაწილია.
ნინო სეხნიაშვილი
გამოფენის ავტორი