Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

ელენე რაქვიაშვილი – მედეას ბაღი

11 იანვარი 17:00 - 16 თებერვალი 18:00

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს ელენე რაქვიაშვილის გამოფენას მედეას ბაღი.
მედეას ბაღი წარმოადგენს მულტიმედიურ გამოფენას, სადაც ავტორი აცოცხლებს კოლხეთის დედოფლის და ქურუმი ქალის – მედეას მივიწყებულ ბაღს. მედეას ბაღის კონცეფცია, როგორც ‘სიცოცხლის ბალანსი – ბუნების, მცენარეთა
გამოყენების ცოდნა, დოზა – როგორც ძალაუფლება, რომელიც კლავს და კურნავს’, საგამოფენო სივრცეში ხელოვნების სხვადასხვა საშუალებით ასახავს კოლხი მედეას მიერ გამოყენებულ ენდემურ მცენარეებს. ელენე რაქვიაშვილი მულტიდისციპლინარული არტისტია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მუშაობს ფერწერის, ინსტალაციის, კონცეპტუალური ფოტოგრაფიის, ვიდეო და ციფრული ხელოვნების მიმართულებით. მისი ნამუშევრები ხშირად ორიენტირებულია იდენტობის საკითხებზე, საარსებო გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების პრობლემებზე. ხელოვანის შემოქმედებაში აღსანიშნავია სოციალური ასპექტებით დაინტერესება – პერფორმანსი როგორც მედია, რომელიც ღვინით ქსოვილზე ხატვის ტრადიციულ მეთოდს ინტერაქტიულ პროცესად აქცევს.

Details

Start:
11 იანვარი 17:00
End:
16 თებერვალი 18:00

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.