Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სოლომონ გერშოვი: ავტოპორტრეტი

1 ნოემბერი 2023 18:00 - 14 ნოემბერი 2023 18:00

 

ეროვნული გალერეა სოლომონ გერშოვის ნამუშევართა გამოფენას უმასპინძლებს.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გალერეა ვაჩეს კუთვნილი სოლომონ გერშოვის ნამუშევართა კოლექცია გამოიფინება

„აფრინდი ცაში და გადმოსძახე მსოფლიოს მისი არასრულყოფილების შესახებ,“ – ასე ხედავდა მხატვარი, გრაფიკოსი და ავანგარდის წარმომადგენელი სოლომონ გერშოვი თავის მისიას.

სოლომონ გერშოვის შემოქმედებითი გზა რთული და არაერთგვაროვანია. მისი მხატვრად ჩამოყალიბება ქალაქ ვიტებსკსა და იმ ცნობილ სამხატვრო გარემოს უკავშირდება, რომელიც ამ ქალაქში შექმნეს ჯერ იეჰუდა პენმა, შემდეგ კი – მარკ შაგალმა და კაზიმირ მალევიჩმა. გერშოვი მათი მოსწავლეა, მხატვრული მისწრაფებით კი უფრო შაგალის ხაზის მიმღებია და ნაკლებად იტაცებს მოდერნიზმის რადიკალური ფორმალისტური ძიებები.

1922 წელს იგი პეტროგრადში გადავიდა და კვლავ გამორჩეულ სამხატვრო წრეში მოხვდა. აქ მისი პედაგოგი გახლდათ ალფრედ ებერლინგი, ურთიერთობდა მხატვარ პაველ ფილონოვის საზოგადოებასთან.

მოგვიანებით ნიჭიერ ახალგაზრდა შემოქმედს პირადად შეეხო საბჭოეთის იდეოლოგიური წნეხი; იყო ორი გადასახლება – ჯერ სამი და შემდეგ კი – რვა წლით. რეპრესიების შედეგად მხატვრის ამ პერიოდის შემოქმედება, ფაქტობრივად, სრულად განადგურდა.

მეორე გადასახლებიდან იგი 1956 წელს დაბრუნდა, ოფიციალური რეაბილიტაციის შემდეგ კი ახალი ენერგიით გააგრძელა შემოქმედებითი საქმიანობა. ბევრს მუშაობდა, მისი ნამუშევრები კი ხშირად და წარმატებით იფინებოდა, ოღონდ, მეტწილად, უცხოეთში. სამშობლოში ჯერ კიდევ მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ.

მის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს ცხოვრებისეული ტრაგიზმის განცდა, ებრაელი ხალხის გასაჭირი, კომუნისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ტკივილი; ხშირად ხატავდა განშორებას, დაკრძალვას, ბიბლიურ სიუჟეტებს.

სოლომონ გერშოვის ნამუშევართა გამოფენები მოეწყო მოსკოვში, ლენინგრადში, ვიტებსკში, ლონდონში, პარიზში, ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ქალაქში.

60-იან წლებში მხატვარი გარკვეული პერიოდი თბილისშიც ცხოვრობდა, სადაც ასევე ეწყობოდა მისი ექსპოზიციები. სწორედ ამის წყალობით, თბილისში მისი, არცთუ უმნიშვნელო, მემკვიდრეობა დაგროვდა.

ეროვნულ გალერეაში სოლომონ გერშოვის გამოფენა 1-ელ ნოემბერს გაიხსნება და 14 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.

Details

Start:
1 ნოემბერი 2023 18:00
End:
14 ნოემბერი 2023 18:00

Organizer

Georgian National Gallery
Email:
gng.exhibition@gmail.com

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.