Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რიტა ხაჩატურიანი – სერენგეტი

18 ოქტომბერი 2022 17:00 - 3 ნოემბერი 2022 17:00

 

ეროვნული გალერეა   წარმოგიდგენთ რიტა ხაჩატურიანის – ახალ პროექტს სერენგეტი. გამოფენა მხატვრის თითქმის სამწლიანი შრომის შედეგია და ის გალერეა ვანდას კურაციით ეწყობა.

რიტას სახელი უკვე რამდენიმე წელია ფართოდ გახდა ცნობილი როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები გამორჩეულ ადგილს იკავებს მრავალი ქვეყნის კერძო და სამუზეუმო კოლექციებში.

რიტასთვის სერენგეტი სიკვდილ-სიცოცხლის უწყვეტობისა და მუდმივი მონაცვლეობის სიმბოლოა, სიცოცხლის უსასრულო ველისა, რომელსაც ვსტუმრობთ გარკვეული ვადით და შემდეგ ვტოვებთ.

რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით,  ფანტასტიკური წარმოსახვით!

პროექტი სერენგეტი სრულიად ახალ ეტაპს ქმნის მხატვრის შემოქმედებაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ სურათებში ტრადიცია და ნოვატორობა ერთდროულად გვხიბლავს.

Details

Start:
18 ოქტომბერი 2022 17:00
End:
3 ნოემბერი 2022 17:00
Website:
http://museum.ge

Organizer

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.