- This event has passed.
ნიკო ფიროსმანაშვილი – 160
21 ოქტომბერი 2022 - 21 ნოემბერი 2022


ნიკო ფიროსმანაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით/ 160 წელი დაბადებიდან/ ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებულ გამოფენას.
გამოფენას ეთმობა ეროვნული გალერეის ცენტრალური საგამოფენო სივრცე/3 დარბაზი/. ექსპოზიციისთვის შეირჩა მხატვრის 34 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.
გამოფენას თან ახლავს განახლებული შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ხელოვნების მკვლევარ დათო კოროშინაძესთან და მის ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობით.
