
მოსე თოიძე
27 მარტი 14:00 - 14 სექტემბერი 18:00

მოსე თოიძე
27 მარტი – 14 სექტემბერი, 2025
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 2025 წლის 27 მარტიდან 14 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს გამოფენას – მოსე თოიძე.
გამოფენაზე წარმოდგებილი იქნება პროფესიონალ ქართველ მხატვართა პირველი თაობის წარმომადგენელის, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელის, სახალხო სამხატვრო სტუდიის დამაარსებელის, პროფესორის მოსე თოიძის (1871-1953) ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
მისი შემოქმედება ეროვნული მხატვრობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი შემადგენელი ნაწილია, რომელშიც, იმავდროულად, ნათლად აისახა ევროპულ მხატვრულ ტენდენციებთან ქართული ფერწერის შერწყმის არცთუ მარტივი პროცესი.
მოსე თოიძის მდიდარი შემოქმედება – კლასიკური აკადემიური ფერწერიდან მოდერნისტულ ექსპერიმენტებამდე მას ქართული ფერწერის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აქცევს. განუზომელია მისი წვლილი ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში.
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნებისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმების კუთვნილი მოსე თოიძის 50 – მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი.