Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

თემო მაჭავარიანი – რეტროსპექტივა

5 ივლისი 2024 18:00 - 1 სექტემბერი 2024 18:00

 

2024 წლის 5 ივლისს 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში თემო მაჭავარიანის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.

თემო მაჭავარიანს წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება მისი პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მხატვრის ფერწერული და გრაფიკული მემკვიდრეობა – 60-მდე ნამუშევარი.

თემო მაჭავარიანი 1970 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ირიცხება ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. მაშინ უთქვამს ხელოვნებათმცოდნე ლეო რჩეულიშვილს, თუკი არსებობს აბსოლუტური სმენა, თემოს აბსოლუტური ხედვა აქვსო. ერთი წლის შემდეგ ის თეატრის მხატვრობის ფაკულტეტზე გადადის ფარნა ლაპიაშვილის სახელოსნოში. აკადემიაშივე ამთავრებს ასპირანტურას უჩა ჯაფარიძის კლასში.

70-იანი წლებიდან იწყება მხატვრის შემოქმედებითი გზა. მასზე ამბობდნენ, ის ფიზიოლოგიურად, ბიოლოგიურად მხატვარიაო. ბუნებით თავმდაბალი, თავისუფალ შემოქმედად შედგა. ფერწერისა თუ გრაფიკის ენის სიღრმით გამზიარებელი კომპრომისს გამორიცხავდა. თემო მაჭავარიანის გრაფიკული თუ ფერწერული მემკვიდრეობა მხატვრის მშობლიური ძველი ქალაქის პეიზაჟები და ახლობლების პორტრეტებია.

კარგი ნახატის შესაქმნელად გულწრფელობაა უპირველესიო…, ასე სწამდა და ასე მოძღვრავდა თაობებს. თავადაც ასე ქმნიდა განსაკუთრებული ბუნებრიობით აღბეჭდილ ბრწყინვალე ფერწერასა თუ გრაფიკას.

თემო მაჭავარიანმა – მხატვარმა და პედაგოგმა ღირებული კვალი დატოვა ქართულ მხატვრობასა და საზოგადოებაში.

გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

 

Details

Start:
5 ივლისი 2024 18:00
End:
1 სექტემბერი 2024 18:00

Organizer

Georgian National Gallery
Email:
gng.exhibition@gmail.com

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.