- This event has passed.
როლანდ შალამბერიძის რეტროსპექტული გამოფენა ეროვნულ გალერეაში
12 აგვისტო 2022 16:00 - 31 აგვისტო 2022 18:00
როლანდ შალამბერიძის რეტროსპექტული გამოფენა არტისტის განვლილ შემოქმედებით გზას წარმოაჩენს. ხელოვანის მოღვაწეობა ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით: სახვითი ხელოვნება, მუსიკა, პერფორმანსი, ლიტერატურა, ვიდეოარტი… მისი ნამუშევრები იფინება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, წარმატებულია ხელოვანის მუსიკალური გამოსვლები… აღსაღნიშნია, რომ როლანდ შალამბერიძე მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც თვითონ ქმნის.
როლანდ შალამბერიძე დაიბადა 1958 წელს საქართველოში, ქალაქ ქუთაისში. 1982 წელს ქალაქ ქუთაისში მან მერაბ ამაღლობელთან ერთად მხატვართა და პოეტთა ნონკომფრომისტული შემოქმედებითი კლუბი „თეთრი ფრთები“ დააფუძნა. 1988 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს სანკტ-პეტერბურგში. მუშაობს როგორც აბსტრაქციონისტი, კონცეპტუალისტი, პერფორმანსებისა და ვიდეოარტის ოსტატი. 1996-2001 წლებში ის ცხოვრობს გერმანიაში, შემდეგ ნიუ-იორკში… 2002 წელს ბრუნდება პეტერბურგში. 2001 წელს მან შექმნა ბენდი, სახელწოდებით „WHITE OUT”. ამ პროექტში ჩართულნი იყვნენ ცნობილი სანქტ-პეტერბურგელი მუსიკოსები. როლანდ შალამბერიძე არის დამფუძნებელი მიმდინარეობისა “UPPERGROUND”, რომელიც პრინციპიალურად საპირწონეა “UNDERGROUND“-ის.
ამჟამად მუშაობს სანკტ-პეტერბურგში არტ-ცენტრ „პუშკინსკაია 10“ -სა და თბილისის პირად სტუდიაში.
გამოფენის გახსნის დღეს დამთვალიერებელს საშუალება ექნება დაესწროს მუსიკალურ პერფორმანსს ჯგუფ White Out-ის ცოცხალი შესრულებით.
კურატორი ხვიჩა დოღონაძე.
