Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ვასილ შუხაევი. ნეოკლასიციზმი – დაბრუნება იდეალთან

19 ივნისი 18:00 - 20 ივლისი 18:00

2026 წლის 19 ივნისს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა „ვასილ შუხაევი. ნეოკლასიციზმი – დაბრუნება იდეალთან“.

ექსპოზიცია აერთიანებს ვასილ შუხაევის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, რომელთა უდიდესი ნაწილი მხატვრის ანდერძის საფუძველზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.

გამოფენა ეძღვნება ვასილ შუხაევის შემოქმედებაში ნეოკლასიციზმის პრინციპების გააზრებას და წარმოადგენს მხატვრის მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოჩენის შესაძლებლობას. ექსპოზიცია ყურადღებას ამახვილებს შუხაევის შემოქმედებისთვის მნიშვნელოვან ისეთ მხატვრულ პრინციპებზე, როგორებიცაა კომპოზიციური წესრიგი, ფორმის სიცხადე და ძველი ოსტატების გამოცდილების თანამედროვე მხატვრულ ენაზე გააზრება.

ვასილ შუხაევის შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ნეოკლასიციზმს, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოდერნის დეკორატიულობისა და ავანგარდის რადიკალიზმის საპასუხოდ ჩამოყალიბდა. შუხაევი ამ პრინციპების ერთგული მთელი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში დარჩა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა მკაფიო ფორმით, კომპოზიციური გაწონასწორებულობითა და კლასიკური მხატვრული ტრადიციის თანამედროვე მხატვრულ ენაზე გადმოტანის მცდელობით.

მნიშვნელოვანია მხატვრის მონაწილეობა „წმინდა ლუკას ფერმწერთა საამქროს“ საქმიანობაში, რომელიც 1918 წელს პეტროგრადში დიმიტრი კარდოვსკიმ თავის მოსწავლეებთან, ვასილ შუხაევსა და ალექსანდრ იაკოვლევთან ერთად დააარსა. ეს გაერთიანება შუხაევის შემოქმედებითი გზისა და მისი მხატვრული პრინციპების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტექსტია.

გამოფენა დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ვასილ შუხაევის ფერწერული და გრაფიკული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს და ახალი პერსპექტივიდან დაინახოს მისი წვლილი ნეოკლასიციზმის განვითარებასა და XX საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიაში.

ორგანიზატორი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

კურატორი: ნანა შერვაშიძე

Details

Start:
19 ივნისი 18:00
End:
20 ივლისი 18:00

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.