Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ჩინგიზ ფარზალიევი – დროის საფეხურზე

12 აპრილი 2023 19:00 - 10 მაისი 2023 19:00

 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასპინძლობს ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის – ჩინგიზ ფარზალიევის გამოფენას  – დროის საფეხურებზე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნილი მდიდარი მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილი. ჩინგიზ ფარზალიევის ხელოვნება ცნობილია შთამბეჭდავი პეიზაჟებით, ნატურმორტებითა და სხვა ხასიათის ნამუშევართა ფილოსოფიური შინაარსით.  გამოფენისათვის გამოიცა  კატალოგიც –  დროის საფეხურებზე.

გამოფენის კურატორი ჩინგიზ ფარზალიევი, თანაკურატორი კონულ რაფიევა.

ჩინგიზ ფარზალიევი დაიბადა 1943 წელს. 1973 წელს დაამთავრა ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი. 2008 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია,  2010 წლიდან  – აზერბაიჯანის ეროვნული მუზეუმის დირექტორი.

ჩინგიზ ფარზალიევი გამორჩეული ხელოვანი და საზოგადო მოღვაწეა. მფლობელია მრავალი საერთაშორისო აკადემიური რეგალიის, ორდენისა თუ ჯილდოსი. ის გახლავთ: კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო საინფორმაციო–ბიოგრაფიული ცენტრისა და  ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის  საპატიო პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორი; მიღებული აქვს: მსოფლიო კულტურასა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის ჰანოვერის ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის  საპატიო  მოღვაწის წოდება; ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის ღირსების დიდი ორდენი; საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი; აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დიდების ორდენი; ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი; ათათურქის საერთაშორისო პრემია; ნიზამი გიანჯევის მედალი და სხვა მრავალი.

საგამოფენო პროექტი “ჩინგიზ ფარზალიევი – დროის საფეხურზე” მხარდაჭერილია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის მიერ.

Details

Start:
12 აპრილი 2023 19:00
End:
10 მაისი 2023 19:00
Website:
http://museum.ge

Organizer

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.