Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გიგო გაბაშვილის ხელოვნება წარმოსახვა და რეალობა

22 ოქტომბერი 2022 16:00 - 22 ნოემბერი 2022 17:00

ქართული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებლის  გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში არის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ფოტოები, რომლებიც ხელოვანის თანამედროვე ევროპული მხატვრობით, კერძოდ, სიმბოლიზმით,  გატაცებას ადასტურებს. გიგო გაბაშვილის ნაკლებად ცნობილი სიმბოლისტური ხელოვნება პირველად წარსდგება ასე მასშტაბურად ფართო მაყურებლის წინაშე.

გამოფენაზე წარმოდგენილ გიგო გაბაშვილის მხატვრულ სამყაროში რეალობა და წარმოსახვა შეზავებულია. შემოქმედი არ ცდილობს რეალობის იმიტაციას, არამედ თავისუფალი ინტერპრეტაციით გადმოსცემს თავის სულიერ განწყობას. ის იყენებს ემოციების გამომსახველ სიმბოლოებს და ამ სიმბოლოებისა და ნიშნების მეშვეობით სურს,  შიგნიდან გახსნას ინდივიდუალური რეალობა. ეს მხატვრული სამყარო გიგო გაბაშვილის ფანტაზიის, ხილვების ნაყოფია, სადაც მისი ცოდნა, წარმოსახვა, რელიგიური და მითოსური წარმოდგენები  თანაარსებობს.  მხატვრის ესთეტიზმი ზოგჯერ ეზოთერული, ეგზოტიკური, ხანაც იდუმალი, წარმოსახვითი, სიზმრისეული და ფანტასტიკურია. შემოქმედი იყენებს რა რეალურ საგნებსა და გარემოცვას, ცვლის მათს მნიშვნელობებს და თავისი ფანტაზიით  ქმნის ახალ, ფანტასტიკურ სამყაროს, სადაც წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს ერწყმის.

პროექტის ავტორი და კურატორი მზია ჩიხრაძე

Details

Start:
22 ოქტომბერი 2022 16:00
End:
22 ნოემბერი 2022 17:00
Website:
http://museum.ge

Organizer

საქართველოს ეროვნული გალერეა
Phone:
+ (995 32) 215 73 00

Venue

საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი 11
თბილისი, 0108 Georgia
+ Google Map
Phone:
+ (995 32) 215 73 00

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.