ზაურ გოლავამ 1970 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (აპოლონ ქუთათელაძის სახელონო). სწავლა განაგრძო სსრკ-ის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ შემოქმედებით სახელოსნოში სადაც მისი ხელმძღვანელი უჩა ჯაფარიძე იყო.
აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო ჯგუფურ გამოფენებში.
შეასრულა მეორე მსოფლიო ომის თემაზე საყურადღებო ნამუშევრები: 1941 წელი, შურისძიება, წითელი ესკადრონი, ოქტომბრის დღეები.
მისი ტილო, ქალი ყვავილებით, საქართველოს ეროვნულ გალერეაშია დაცული.