Skip to content Skip to footer

ბალანჩივაძე თამარ

ქართველი მხატვარი თამარ ბალანჩივაძე ბალანჩივაძეების ცნობილი ოჯახის (მამა – კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე (1862-1937);  ძმები – გიორგი /  ჯორჯ ბალანჩინი (1904-1983) – ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი; ანდრია (1906-1992) –  კომპოზიტორი )  ერთ-ერთი წარმომადგენელია. 

თ. ბალანჩივაძე 1929 წელს ამთავრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გიგო გაბაშვილის კლასს და   მისი ძირითადი სპეციალობა თეატრის მხატვრობა ხდება. მომდევნო წლებში თანამშრომლობს მარჯანიშვილის თეატრთან, სადაც  მუშაობს  ელენე ახვლედიანთან ერთად.   შემდგომ თამარ ბალანჩივაძე მშობლიურ ქალაქ პეტერბურგში ბრუნდება და აგრძელებს საქმიანობას  თოჯინების თეატრის მხატვრად სერგეი ობრაზცოვის ხელმძღვანელობით.

თამარ ბალანჩივაძე ტრაგიკულად დაიღუპა 1943 წელს, ლენინგრადის ბლოკადის დროს. ძმის – ანდრიას დახმარებით საშუალება მიეცა,  გერმანელებით ალყაშემორტყმული ქალაქი დაეტოვებინა, თუმცა,  ქალაქ ტიხორეცკთან მატარებელი დაიბომბა და მას შემდეგ თამარის შესახებ ოჯახს აღარაფერი სმენია. თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაცულია მისი მაღალი მხატვრული  ღირებულების ერთადერთი ფერწერული ტილო მოხუცი კაცი ჩალმით  (1927 წ.). მასზე კარგად ჩანს, თუ წერის  როგორი რაფინირებული, დახვეწილი ფერწერული   მანერა გააჩნდა  მხატვარ  თამარ ბალანჩივაძეს.

თამარ ბალანჩივაძე
დაბადების თარიღი1902გარდაცვალების თარიღი1943Share

© 2024. ALL RIGHTS RESERVED.