Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

ოთარ სულავა 100

5 თებერვალი 18:00 - 15 მარტი 18:00

 

ეროვნული გალერეა საქართველოს დამსახურებული მხატვრის – ოთარ სულავას (1926-2000)  საიუბილეო  გამოფენას მასპინძლობს.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში ოთარ სულავას პერსონალური გამოფენა პირველად იმართება და მხატვრის შემოქმედების რეტროსპექტულ სურათს გთავაზობთ.

ოთარ სულავამ 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.  მისი პედაგოგები იყვნენ: მოსე თოიძე, ვალენტინ შერპილოვი, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე. მხატვრის  შემოქმედებითი ბიოგრაფია  5 ათეულ წელს მოიცავს. მან  მრავალფეროვანი ძიებებით სავსე შემოქმედებითი გზა განვლო. მისი მხატვრული მემკვიდრეობა სტილურად თუ თემატურად უცნაურად განსხვავებულ  ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 100-მდე ნამუშევარი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და ოჯახის კოლექციებიდან.

ოთარ სულავას მრავალფეროვანი შემოქმედების სამეტყველო ენა ფერწერაა, რომლის ამოუწურავი გამომსახველობითი შესაძლებლობების ძიებას მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა და დაგვიტოვა მრავალმხრივ ღირებული  მხატვრული მემკვიდრეობა.

გამოფენა გაიხსნება 5 თებერვალს 18:00 საათზე და გაგრძელდება 15 მარტის ჩათვლით.

Details

Start:
5 თებერვალი 18:00
End:
15 მარტი 18:00
Event Categories:
, ,

Organizer

Georgian National Museum

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2026. ALL RIGHTS RESERVED.