Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გიორგი ჩაჩანიძე რეტროსპექტივა

14 მარტი 2024 18:00 - 31 მარტი 2024 18:00

 

„ვფიქრობ,  ხელოვნების ერთ-ერთი მისია, ნეგატიური მოვლენის მსწრაფლ შემწეობა და ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელი, “მიძინებული“ ენერგიების რეანიმაციაა…“

გიორგი ჩაჩანიძემ (დაბ. 1965) დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984- 1989). 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პედაგოგიურ მოღვაწეობას; 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ხატვის მიმართულებაზე ხატვის პედაგოგად. 2014 წლიდან ამავე აკადემიის პროფესორია.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელოვნების  ობიექტში, ჰარმონიულად იყოს წარმოდგენილი, ინდივიდუალური ხელწერის  რეალურ დროში ადაპტირების პროცესი.. რაც ტრადიციული დაზგური ფერწერის მედიუმის მეშვეობით ხელოვნებაში თანამედროვე ტენდეციების ასახვის პროცესს წარმოადგენს…

თითოეულ ხელოვანს თავისი გამომსახველობითი ენა აქვს. მხატვარი პასუხისმგებელია საზოგადოების მსოფლმხედველობის განვითარებაზე და თავად ირჩევს მნახველამდე მისასვლელ გზას:  მისი შემოქმედება  ეხმიანება დოგმატურ, ტრადიციულ ესტეთიკურ ჩარჩოებს, თუ ერთგვარ მოულოდნელ სვლას სთავაზობს მას….“

გიორგი ჩაჩანიძის ფერწერა სწორედ ასეთ მოულოდნელ გადაწყვეტას სთავაზობს დამთვალიერებელს:  მკვეთრ კონტრასტებზე აგებული კოლორიტი, აბსტრაგირებული, ექსპრესიული ფორმა, უჩვეულო კომპოზიციები. მისი შემოქმედება ეს არის „რაციონალურისა და ამავდროულად გრძნობადის ესტეტიზაციის“ მცდელობა.

მხატვრისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება ფერწერაა, თუმცა მის შემოქმედებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია გრაფიკა, ილუსტრაცია. 1990 წლიდან თანამშრომლობს მხატვარ-ილუსტრატორად შემდეგ გამომცემლობებთან: ჩვენი მწერლობა, ომეგა, კრიმინალური ქრონიკა, დროშა, დილა, ბაკმი2009 წელს დაასახელეს ჟურნალ ჩვენი მწერლობის  საუკეთესო მხატვრად. 2020 წელს იყო ნომინირებული ასტრიდ ლინდგრენის პრემიის მოსაპოვებლად.  2021 წელს გახდა ლაურეატი ნომინაციაში :  საუკეთესო ილუსტრაციები მხატვრული ლიტერატურისთვის წმინდა ტექსტები, ახალი აღთქმა, Vita Nova.

 

Details

Start:
14 მარტი 2024 18:00
End:
31 მარტი 2024 18:00

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

Dimitri Shevardnadze Georgian National Gallery
11 Rustaveli ave
Tbilisi, Georgia 0108
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.