Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ახალი საგამოფენო კატალოგი Corpus Marina – სხეულის ლიტურგია

15 ოქტომბერი 08:00

ახალი საგამოფენო კატალოგი: Corpus Marina - სხეულის ლიტურგია

 

2025 წლის სექტემბერში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოსცა ახალი საგამოფენო კატალოგი Corpus Marinaსხეულის ლიტურგია, რომელიც შეიქმნა მოქანდაკე მარინა ივანიშვილის პერსონალური გამოფენის საფუძველზე (საქართველოს ეროვნული გალერეა, 2025 წლის 20 ივნისი – 30 ივლისი).

კატალოგი აერთიანებს ივანიშვილის ქანდაკებებს, გრაფიკულ ნამუშევრებსა და მართლმადიდებლურ ხატებს, ქმნის მისი შემოქმედების  არქივს და  წვლილი შეაქვს თანამედროვე ქართული ქანდაკების კვლევის საქმეში.

კატალოგის თანმხლებ საკურატორო  ესეში მარინა ივანიშვილის ხელოვნება განხილულია ანთროპოლოგიის, ფენიმისტური ესთეტიკისა და ფიქოანალიზის თეორიული ხედვებით.

იხილეთ ციფრული კატალოგი:
https://art.gov.ge/wp-content/uploads/2025/10/Corpus-Marina-კატალოგი_მარინა-ივანიშვილი.pdf

კატალოგის ფასი: 25 ლარი
გაყიდვის ადგილები: საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ეროვნული გალერეის მაღაზიები

წიგნის პარამეტრები

სათაური: Corpus Marina – სხეულის ლიტურგია
ავტორი / კურატორი: მაია ჩიქვაიძე
გამომცემელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
მხარდაჭერა: საქართველოს კულტურის სამინისტრო
გამოცემის თარიღი: სექტემბერი, 2025
ენა: ქართული / ინგლისური
ყდა: რბილი
ზომა: 24 × 22 სმ
გვერდების რაოდენობა: 250
ISBN: 978-9941-9950-4-0
ჟანრი / კატეგორია: ხელოვნება, ქანდაკება, გამოფენის კატალოგი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
სტამბა: შპს „ფორმა“

Details

Date:
15 ოქტომბერი
Time:
08:00

Organizer

Venue

Georgian National Museum

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.