Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ქალი ხელოვანი – ეპოქის სახე

30 მაისი 2024 10:00 - 30 ივნისი 2024 18:00

 

ქალი ხელოვანი – ეპოქის სახე

ქართველი  ქალი მხატვრების  შემოქმედება გასული საუკუნიდან დღემდე.

წლეულს მაისში, ბუდაპეშტის კულტურული ცხოვრების ისტორიული ცენტრი – პეშტი ვიგადო, უნგრეთის აუდიტორიას ქართველ  მხატვარ ქალთა  ხელოვნებას წარუდგენს.

ექსპოზიცია, სახელწოდებით ქალი ხელოვანი – ეპოქის სახე ვიგადოს  შენობაში გამართული  პირველი ქართული გამოფენა იქნება, რომელიც  ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის –  26 მაისის აღსანიშნავად გაიხსნება  და ერთ თვეს გასტანს.

დიაქრონული პრინციპით შექმნილი გენდერული  გამოფენა  საუკუნოვან პერიოდს (1924-2024) მოიცავს და აერთიანებს ყველა იმ ძირითად სახელოვნებო მიმდინარეობასა და ტენდენციას,  რომელიც საქართველოში, ასი წლის  მანძილზე,  კონკრეტული პერიოდისა და პოლიტიკური სისტემის პარალელურად ვითარდებოდა: პირველი რესპუბლიკის პერიოდი – მოდერნიზმი; გასაბჭოება – სოცრეალიზმი; დათბობის პერიოდი – არაიდეოლოგიური ხელოვნება; გარდაქმნა, თავისუფლება, ახალი მილენიუმი – პოსტმოდერნიზმის ხელოვნება.

ექსპოზიციაზე ნაჩვენები იქნება ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, თამარ აბაკელიას, ესმა ონიანის, ლია შველიძისა და სოფიო ჩერქეზიშვილის მხატვრობა.

ქალი, როგორც მოდერნიზაციისა და ემანსიპაციის სიმბოლო – ეს თემა აერთიანებს  მოდერნული ეპოქის შემოქმედ ქალებს – მხატვრებს, რომლებიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში  თავად გახდნენ თავისუფლების მაუწყებლები.

ნამუშევართა მეორე ჯგუფი თანამედროვე მხატვრებს წარმოაჩენს და გაერთიანებულია თემით ქალი, როგორც ხელოვნების მთავარი მოტივი.

ქალი ხელოვანი – ეპოქის სახე გიწვევთ  ოთხი თაობის ქართველ ხელოვან ქალთა შემოქმედების გასაცნობად. მათს ასწლოვან მოგზაურობას   გამბედაობა და ხელობის ერთგულება გამოარჩევს.

იმპრესიონიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე, ექსპრესიონიზმიდან ფემინისტურ ხელოვნებამდე  ქალთა მრავალფეროვანი შემოქმედება  მოდერნულ და პოსტ-მოდერნულ ეპოქათა   ძირითად ტენდენციებს ასახავს და საქართველოს ევროპასთან აკავშირებს.

ექსპონატები წარმოდგენილია  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის,  საქართველოს ეროვნული გალერეისა და თავად მხატვართა კოლექციებიდან.

გამოფენა პირველად იმართება უნგრეთში.

მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო  

ინიციატორი: საქართველოს საელჩო უნგრეთში  

მასპინძელი: უნგრეთის ხელოვნების აკადემია და პეშტი ვიგადოს ცენტრი 

კონცეფციის ავტორი და გამოფენის ორგანიზატორი: საქართველოს ეროვნული გალერეა

Details

Start:
30 მაისი 2024 10:00
End:
30 ივნისი 2024 18:00
Website:
https://vigado.hu/web/en/programs/-/event/21102/woman-artist-the-face-of-the-era/19418

Organizer

Dimitri Shevardnadze National Gallery

Venue

PESTI VIGADÓ
Budapest, Vigadó tér 2, 1051 Hungary
Budapest,
+ Google Map
View Venue Website

© 2025. ALL RIGHTS RESERVED.